დაიკელით წონაში სიამოვნებით! 5 გემრიელი ფიტნეს-სალათი ბრტყელი მუცელისთვის!

დაიკელით წონაში სიამოვნებით! 5 გემრიელი ფიტნეს-სალათი ბრტყელი მუცელისთვის!
loading...

1. სწრაფი სალათი ქათმითა და კომბოსტოთი


ინგრედიენტები:
  • ქათმის ფილე - 100 გ.
  • კომბოსტო - 150 გ.
  • კიტრი - 1 ც.
  • იოგურტი უცხიმო 
მომზადება:

კომბოსტო დაჭერით წვრილად.

ქათმის ფილე მოხარშეთ და დაჭერით მომცრო კუბებად.

ასევე კუბებად დაჭერით კიტრი.

შეურიეთ ყველა ინგრედიენტი და დაამატეთ იოგურტი.

2. მსუბუქი სალათი ქათმით


ინგრედიენტები:

  • პომიდორი - 1 ც.
  • კიტრი -1 ც.
  • ქათმის ფილე - 200 გ.
  • სოიოს სოუსი - 1 ს.კ.
  • სალათის ფოთები გემოვნებით
  • ნიორი - 1 კბილი
  • მარილი, წიწაკა გემოვნებით
  • ზეითუნის ზეთი გემოვნებით
მომზადება:

მოვამზადოთ საჭირო ინგრედიენტები.

ქათამი დავჭრათ საშუალო ზომის ულუფებად, დავამატოთ მარილი, დავჭყლიტოთ ნიორი და დავამარინადოთ სოიოს სოუსში 20 წუთი.

შევწვათ ქათამი ტაფაზე მაღალ ცეცხლზე ორივე მხრიდან ქერქის წარმოქმნამდე.

სალათის ფოთები გავრეცხოთ და გავშაროთ. შეგიძლიათ ხელით დაანაწევროთ.

პომიდორი დავჭრათ მოგრძო ულუფებად და დავამატოთ სასალათეში.

გემოვნებით ვამატებთ მარილს, წიწაკას, ზეითუნის ზეთს, ვურევთ და ზემოდან ვალაგებთ ქათმის ულუფებს. 
loading...

3. ფენოვანი სალათი ფრანგულად


ინგრედიენტები:
  • კვერცხი - 100 გ.
  • სტაფილო - 100 გ.
  • ხახვი - 100 გ.
  • ნიორი - 5 გ.
  • ვაშლი - 200 გ.
  • ყველი უცხიმო - 50 გ.
მომზადება:

კვერცხი, სტაფილო, ვაშლი (გათლილი), ყველი გახეხეთ.

ნიორი ძალიან პატარა ულუფებად დაჭერით.

ხახვი დაჭერით წვრილად, აადუღეთ მდუღარე წყალში, ჩაუშვით ძალიან ცივ წყალში დაახლოებით 3 წუთი და გადაწურეთ. დაელოდეთ წყლის კარგად გადაწურვას.

სალათს ვალაგებთ ფენებად: პირველი ფენა - ხახვი, მეორე ფენა - ვაშლი, მესამე ფენა - კვერცხი, მეოთხე ფენა - სტაფილო + ნიორი, მეხუთე ფენა - ყველი. გაიმეორეთ ფენები.

მოათავსეთ სალათი მაცივარში. დატოვეთ 1-1,5 საათი.

4. მსუბუქი ფენოვანი სალათი


მოათავსეთ გაუმჭვირვალე ბოკალებში ან ჭიქებში

ინგრედიენტები: (1 წილზე)
  • 1 გახეხილი კიტრი
  • ქათმის ფილე მოხარშული
  • 1 პომიდორი ქერქის გარეშე
  • 2 კვერცხი (ფენა ცილა, ფენა გული მწვანილთან ერთად)
  • 1 ჩ.კ. ზეითუნის ზეთი
  • 1 ს.კ. ლიმონის წვენი
მომზადება:

ყველაფერი დავაქუცმაცოთ და მოვათავსოთ ფენებად.

წვენი და ზეთი მოაპკურეთ კიტრისა და პომიდვრის ფენებზე.

5. მსუბუქი სალათი ქათმით, სტაფილო და მწვანე ბარდით


ინგრედიენტები:

  • 250 გ. მოხარშული ქათმის ხორცი
  • 100 გ. კონსერვირებული მწვანე ბარდა
  • 100 გ. მოხარშული სტაფილო
  • 3-4 ს.კ. ნატურალური იოგურტი
  • მარილი
მომზადება:

ქათმის ხორცი და სტაფილო დაჭერით კუბებად.

დაამატეთ მწვანე ბარდა, დაამატეთ მარილი და ნატურალური იოგურტი.

გემრიელად მიირთ^ვით!

მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს
loading...
მსგავსი სიახლეები
დიეტური, მსუყე და სასარგებლო სალათების ტოპ-3 რეცეპტი!
სამივე სალათის სოუსი: შეურიეთ 100 გ. ნატურალური იოგურტი 1 ს.კ. მდოგვს; დაამატეთ 0,5 ჩ.კ. ლიმონის
ღუმელში გამომცხვარი ქათმის ნაზი ფილე პომიდვრითა და ყველით
ინგრედიენტები: 1 კგ. ქათმის ფილე 0,5 კგ. პომიდორი 70-100 გ. მაგარი ყველი მარილი სუნელები (შავი
ორიგინალური სალათი ბოლოკით, კვერცხითა და ყველით! არაჩვეულებრივი გემო!
ინგრედიენტები: ბოლოკი - 2 ცალი კვერცხი - 4 ცალი მწვანე ხახვი - 1 კონა სიმინდი - 1 ქილა მაგარი ყველი
ქათმის ფილეს მომზადების ახალი რეცეპტი - ასეთი მადისაღმძვრელი არასდროს გამომდიოდა!
არასოდეს გამომდიოდა ამაზე უფრო მადისაღმძვრელი ფილე! რეცეპტი ძალიან წარმატებულია. საოცრად გემრიელია!
უგემრიელესი დიეტური სალათების რეცეპტები! დაიკელი წონაში და გაიწმინდე ორგანიზმი სიამოვნებით!
უგემრიელესი დიეტური სალათების რეცეპტები! დაიკელი წონაში და გაიწმინდე ორგანიზმი სიამოვნებით! ყველას
კომენტარები
საავტორო უფლებები დაცულია !