ნივრის პასტა ჯანმრთელობისა და იმუნიტეტისთვის - სასწრაფო დახმარება გაციებისას!

ნივრის პასტა ჯანმრთელობისა და იმუნიტეტისთვის - სასწრაფო დახმარება გაციებისას!
loading...


დღეს მოვამზადებთ ნივრის პასტას. ნიორი უნდა იყოს ახალი, მაგარი. 

ნივრის პასტა ძალიან სასარგებლო პროდუქტია და მარტივია გამოსაყენებლადაც. ქილა დევს მაცივარში და ყოველთვის ხელთ ახლოსაა.

ნივრის პასტა

ნივრის პასტის მოსამზადებლად ჩვენ დაგვჭირდება:

  • 1 კგ. ნიორზე - 250 მლ. ზეითუნის ზეთი
  • ნივრის რაოდენობა შეგიძლიათ შეამციროთ სურვილისამებრ
  • ზეითუნის ზეთი შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ნებისმიერი მცენარეული ზეთით
loading...

მომზადება:
  1. პასტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ ბლენდერი.
  2. გასუფთავებულ ნიორს ვათავსებთ ბლენდერში, ვამატებთ ზეთს, ვამუშავებთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
  3. მიღებულ ნარევს ვანაწილებთ ქილებში, ვინახავთ მაცივარში.
ნივრისა და კოჭას პასტა

ამ პასტის მოსამზადებლად საჭიროა:

  • კოჭა - 200 გ.
  • ნიორი - 300 გ.
  • ან 2 წილი ნიორი 3 წილ კოჭასთან
შეგიძლიათ დაამატოთ ცოტაოდენი ჩილი წიწაკა. მაგრამ ეს მოყვარულთათვის.

ვასუფთავებთ ნიორს, კოჭას ვაშორებთ ქერქის ზედა ფენას. კოჭას ვჭრით წვრილად. ხორცსაკეპისთვის შეგიძლიათ მსხვილადაც დაჭრათ ჯანჯაფილი.
ბლენდერისთვის კი საჭიროა უფრო წვრილად დაჭრა ან მასში ხორცსაკეპში გატარებული ჯანჯაფილის მოთავსება.

შეგიძლიათ გახეხოთ კოჭა წვრილად. დაქუცმაცებული ნიორი და კოჭა გადაგვაქვს მომზადებულ შუშის ქილაში.

მჭიდროდ ვახურავთ თავსახურს.

ნივრის პასტის გამოყენება

ნივრის მოყვარულებს მოეწონება მოცემული პასტა. ნიორი ამ სახით ინახავს სიახლეს და სასარგებლო თვისებებს, ინახება დიდხანს.
პასტა კარგია ბუტერბროდებისთვის, შეგიძლიათ დაამატოთ სოუსებში, წაუსვათ მზა შემწვარ ქათამს და ა.შ. დაგეხმარებათ სეზონურ გაციებასთან ბრძოლაში.

ასე რომ, მოამზადეთ ნივრის პასტა. და იყავით ჯანმრთელნი!

მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს
loading...
მსგავსი სიახლეები
როგორ მოვამზადოთ ჯანჯაფილის ჩაი: 3 რეცეპტი. კოჭა იაპონური სამზარეულოს განუყოფელი ნაწილია
კოჭა იაპონური სამზარეულოს განუყოფელი ნაწილია. კოჭა შესანიშნავი საშუალებაა ზამთრის ყველა
აი, როგორ დავამზადოთ სარეცხის საპნისგან ტანსაცმლის სარეცხი ფხვნილი, რომელიც რეცხავს 1000ჯერ უკეთესად!
ფხვნილს აღარ ვყიდულობ! 5 ცალი სარეცხის საპონს ვხეხავთ: ვამატებთ იმავე რაოდენობის საკვებ სოდას.
მარწყვის მურაბა კენკრის დუღილის გარეშე! საუკეთესო რეცეპტი!
ამზადებთ ასეთი ხერხით მარწყვის მურაბა? მარწყვის მურაბა კენკრის დუღილის გარეშე გამოდის იმდენად
კომენტარები
საავტორო უფლებები დაცულია !