ნუ გაანადგურებთ ამ მცენარეს! ის ერთ-ერთი საუკეთესო სამკურნალო ბალახია

ნუ გაანადგურებთ ამ მცენარეს! ის ერთ-ერთი საუკეთესო სამკურნალო ბალახია
loading...


მრავალძარღვა – სამკურნალო მცენარე, რომელიც იზრდება თითქმის მთელს მსოფლიოში – აფრიკაში, აზიაში ევროპაში, ამერიკასა და ახალ ზელანდიაში. საუკუნეების მანძილზე იყენებდნენ სხვადასხვა სამკურნალო მეთოდების დროს მისი ძლიერი თვისებების გამო. შეიცავს დიდი რაოდენობით ასკორბინის მჟავას, ვიტამინ K, კალციუმს და ბეტა კაროტინს.

ეს მცენარე ფლობს ძლიერ ანთების საწინააღმდეგო, დამამშვიდებელ, ანტიმიკრობულ, ამოსახველებელ, ანტიჰისტამინურ, შარმდენ და სისხლის შემაჩერებელ თისებებს. მრავალძარღვას ფოთლები შეგიძლიათ მიირთვათ უმად ან დაუმატოთ სალათებში. მისი ანთების საწინააღმდეგო უნარი მოგიგვარებთ კანთან დაკავშირებულ ისეთ პრობლემებს, როგორიცაა – ქავილი, ფურუნკული, მწერის ნაკბენი და მსუბუქი ჭრილობები. ასევე შეგიძლიათ მოამზადოთ სიროფი, ნაყენი ან ჩაი.
ამ საოცარ მცენარეს გააჩნია გამოყენების ფართო სპექტრი სამედიცინო კუთხით. მრავალძარღვა როგორც პანაცეაა სხეულისთვის, ეხმარება საჭმლის მომნელებელ სისტემასთან და კანთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაში, მენსტრუალური სპაზმების და ართრიტის დროს.


loading...

ორი სამედიცინო კვლევით დადგინდა, რომ მცენარე ეფექტურად კურნავს ქრონიკულ ბრონქიტს. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, მრავალძარღვას დამამშვიდებელი თვისებები მსგავსია გლიცერინის და პექტინისა, რომელსაც ხველების საწინააღმდეგო სიროფები შეიცავს.
ამ არაჩვეულებრივი მცენარის ფოთლები С ვიტამინის მაღალი შემცველობით, ეფექტურად აძლიერებს იმუნიტეტს. ამას გარდა, А ვიტამინის წყაროა, რომელიც უზრუნველყოფს თვალის ჯანმრთელობას და იცავს "ყვითელ ლაქას" დეგენერაციისგან, რომელმაც შეიძლება ადამიანი სიბრმავემდე მიიყვანოს.
ეს უნივერსალური მცენარე შესაძლოა გამოყენებული იქნეს პროფილაქტიკისთვის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.

როგორ მოვამზადოთ მრავალძარღვას ჩაი:
1 ს. კ. ახალი ან გამხმარი მრავალძარღვა
1 ჭ. ადუღებული წყალი
1 ჩ. კ. თაფლი

მომზადების წესი:დაასხით მრავალძარღვას (ფოთოლი, თესლი, ფესვი) ადუღებული წყალი, დააფარეთ ჰერმეტულად თავსახური და და დატოვეთ 10 წუთის მანძილზე, შემდეგ გადაწურეთ. თუ ტკბილი ჩაი გიყვართ, დაუმატეთ 1 ჩ. კ. თაფლი.

მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს
loading...
მსგავსი სიახლეები
მუშმალა კიბოს წინააღმდეგ! იაპონელ მეცნიერთა ახალი სენსაციური აღმოჩენა
ვიდრე იაპონელების ახალ აღმოჩენაზე გადავალთ, მანამდე გავეცნოთ, რა ხილია, საიდანაა და დღემდე მისი რა
როგორ მოვიქცეთ თუ რომელიმე მწერმა გვიკბინა - ეს ყველამ უნდა იცოდეს!
ზაფხული ის დროა, როცა განსაკუთრებით დიდ დროს ვატარებთ ეზოში, სუფთა ჰაერზე. შესაბამისად, იმატებს
7 მარტივი, ხალხური, საშინაო საშუალება პოდაგრის სიმპტომების შესამცირებლად
თუ თქვენ ვარაუდობთ, რომ გაქვთ პოდაგრა, უმჯობესია მიმართოთ ექიმს. როცა დიაგნოზი დადასტურდება,
ორგანიზმის წმენდის მწვავე საკითხი ხშირად აბსურდამდე მიდის. 7 პროდუქტი, რომელიც წმენდს ორგანიზმს ნებისმიერ სხვა წამალზე უკეთესად!
ორგანიზმის წმენდის მწვავე საკითხი ხშირად აბსურდამდე მიდის. კომბოსტო კომბოსტო შეიცავს ნივტიერებას,
კომენტარები
საავტორო უფლებები დაცულია !