რატომ ვღეჭავ სელის თესლს მუდმივად. ეს ყველამ უნდა იცოდეს, განსაკუთრებით, 35 წელს გადაცილებულმა ქალებმა

რატომ ვღეჭავ სელის თესლს მუდმივად. ეს ყველამ უნდა იცოდეს, განსაკუთრებით, 35 წელს გადაცილებულმა ქალებმა
loading...

სელი, რომლის ლათინური სახელწოდება ჟღერს, როგორც "მეტად სასარგებლო", უძველესი დროიდან ფასდებოდა, როგორც სამკურნალო თვისებების მატარებელი მცენარე.

სელის თესლი - ათეროსკლეროზის პროფილაქტიკისთვის შეუცვლელ ომეგა-3-ს შეიცავს. 100 გ სელის თესლი შეიცავს 22 გ ომეგა-3-ს.
სელის თესლი მდიდარია მარგანეცით, მაგნიუმით, უხეში საკვები ბოჭკოებით, რომლებიც აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს. ეს პროდუქტი წარმოადგენს რაციონის შესანიშნავ დანამატს ადამიანებისთვის, რომლებიც ცხოვრების ჯანსაღ წესს მისდევენ.
loading...

სელის თესლის თვისებები
სელის თესლი წარმოადგენს სორბენტს და ასუფთავებს ჩვენს ნაწლავებს შლაკებისა და ტოქსინებისგან 
აქტივირებულ ნახშირზე არანაკლებ.
ამცირებს კიბოს ზოგიერთი ფორმის წარმოშობის რისკს. კერძოდ, სარძევე ჯირკვლისა და მსხვილი ნაწლავის კიბოს.
არეგულირებს წნევას.
აუმჯობესებს კანისა და თმის მდგომარეობას.

სარგებელი ქალის ჯანმრთელობისთვის

სელის თესლი განსაკუთრებით სასარგებლოა 35 წელს გადაცილებული ქალებისთვის. ის  ამცირებს სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარების რისკს და არბილებს კლიმაქსის უსიამოვნო სიმპტომებს. სელის თესლი შეიცავს ფიტოესტროგენებს, რომლებიც ეხმარება ქალის ჰორმონალური ფონის დარეგულირებაში და წარმოადგენს ქალის სასქესო ჰორმონის (ესტროგენის) შემცვლელს.

პროდუქტის ხშირი მიღება არეგულირებს მენსტრუალურ ციკლს და ამსუბუქებს მენოპაუზის პერიოდის მდგომარეობას. სელის თესლის მიღება რეკომენდებულია ორსულობისას. პროდუქტი შეიცავს დიდი ოდენობით მიკროელემენტებს და სხვა სასარგებლო ნივთიერებებს, რაც აუცილებელია ნაყოფის განვითარებისთვის.

სელის თესლის მიღება
აიღეთ 2/3 ს.კ. სელის თესლი. საღამოს დაასხით ოთახის ტემპერატურის მდუღარე წყალი, ისე, რომ სითხემ სრულად დაფაროს თესლი. დილით, უზმოზე დალიეთ ლორწოვანი ნაყენი და დააყოლეთ თესლი. ამგვარად, საუკეთესოდ შენარჩუნდება ომეგა-3-ის თვისებები.

10 წუთის შემდეგ შეგიძლიათ დალიოთ ჭიქა წყალი. თუ გსურთ მეტაბოლიზმის სტიმულირება, წყლის დალევის შემდეგ მიირთვით 1 მწვანე ვაშლი, კიდევ 10 წუთის შემდეგ ისაუზმეთ სრულფასოვნად.

დალიეთ სელის თესლის ნაყენი ყოველ დილით და თავს გაცილებით უკეთ იგრძნობთ: დალაგდება საჭმლის მონელების პროცესები, წავა ზედმეტი კილოგრამები, გაიწმინდება კანი. ნუ დაგავიწყდებათ, რომ იდელური შედეგისთვის უნდა დალიოთ დღეში 2 ლიტრი წყალი.

მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს
loading...
მსგავსი სიახლეები
9 მიზეზი სასწრაფო რეაგირებისთვის! ეს ნიშნები მიუთითებს ვიტამინების აშკარა უკმარისობაზე!
ბევრი მიიჩნევს, რომ მშრალი კანი, მტვრევადი ფრჩხილები და ნაადრევი ჭაღარა აუცილებლად ცუდი გენეტიკის,
"ქუდი დაიხურე!", "ცივზე არ დაჯდე"... - დედების 5 უკვდავი ფრაზა ჩვენი ბავშვობიდან, რომელიც ყველას გვახსოვს
ბავშვების ჯანმრთელობის შესახებ არსებული სტანდარტები ყოველ წელს იცვლება და იმას, რასაც ჩვენი
რად გარდაიქმნება კონსერვებში მოხვედრილი ასპირინი და ვისთვისაა საშიში ასეთი კონსერვი - ფარმაცევტ ნანა ხურციძის პასუხი
იყენებთ ასპირინს ტყემლისა თუ კომპოტების მომზადებისას? ყოველ შემთხვევაში, ძალიან ბევრ ოჯახში
უგემრიელესი დიეტური სალათების რეცეპტები! დაიკელი წონაში და გაიწმინდე ორგანიზმი სიამოვნებით!
უგემრიელესი დიეტური სალათების რეცეპტები! დაიკელი წონაში და გაიწმინდე ორგანიზმი სიამოვნებით! ყველას
კომენტარები
საავტორო უფლებები დაცულია !