რატომ ჩნდება თეთრი ლაქები ფრჩილებზე და რა კავშირშია ფრჩხილი ჯანმრთელობასთან

რატომ ჩნდება თეთრი ლაქები ფრჩილებზე და რა კავშირშია ფრჩხილი ჯანმრთელობასთან
loading...


ფრჩხილების მოვლაზე საკმაოდ დიდ ენერგიას ვხარჯავთ, განსაკუთრებით ქალები. მაგრამ ფრჩხილი ჩვენს ცხოვრებაში არა მხოლოდ ესთეტიკურ ფუნქციას ასრულებს: მათი საშუალებით შეიძლება განვსაზღვროთ მთელი ორგანიზმის მდგომარეობა.

ქვემოთ ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა შეიძლება გავიგოთ ადამიანის ჯანმრთელობაზე ფრჩხილების მეშვეობით.

თეთრი ლაქები ფრჩხილებზე 
სავარაუდო მიზეზი: ტრავმა.ფრჩხილებზე პატარა თეთრი ლაქები საფრთხეს არ წარმოადგენს და, ჩვეულებრივ, მცირე ტრავმის შედეგად ჩნდება. სხვა შემთხვევაში ასევე შესაძლოა ვიტამინების ნაკლებობაზეც მიუთითებდეს.

ჰორიზონტალური თეთრი ხაზები 
სავარაუდო მიზეზი: ტრავმა ან თუთიის უმარისობა.ჰორიზონტალური ხაზები, ისევე, როგორც ლაქები, შეიძლება ფრჩხილის ტრავმის შედეგად გაჩნდეს, ან თუთიისა და კალციუმის ნაკლებობაზე მიუთითებდეს. იშვიათ შემთხვევაში შეიძლება ისეთი დაავადების ნიშანიც იყოს, როგორიცაა დიაბეტი ან ფსორიაზი. ამ შემთხვევაში, ჰორიზონტალური თეთრი ხაზები ერთდროულად გაჩნდება რამდენიმე ფრჩხილზე.


ვერტიკალური ფხაჭები 
loading...

სავარაუდო მიზეზი: ვიტამინების ნაკლებობა ან ტრავმა.

ვერტიკალური ფხაჭები ფრჩხილზე ნიშანია კუტიკულას ან ფრჩხილის ძირის ტრავმის (მაგალითად, მანიკურის დროს), თუმცა ასევე შეიძლება B12 ვიტამინის, თუთიისა ან მაგნიუმის ნალებობაზეც მიუთითებდეს.
50 წელს გადაცილებულ ადამიანებთან ამგვარი ფხაჭები ნორმალური მოვლენაა - ჩვენი ფრჩხილი ხომ ისევე ბერდება, როგორც მთელი ორგანიზმი. ფრჩხილზე ამგვარი ფხაჭები სახეზე გაჩენილი ნაოჭების ერთგვარი ანალოგია.

ყვითელი ფრჩხილები 
სავარაუდო მიზეზი: გარეგანი ფაქტორებიფრჩხილის გაყვითლების ყველაზე გავრცელებული მიზეზი მოწევაა. იშვიათ შემთხვევაში ამგვარი ფერი შეიძლება მეტყველებდეს სოკოვან დაავადებაზე, ფარისებრი ჯირკვლის პრობლემებზე, დიაბეტზე, რესპირატორულ დაავადებებზე.

თეთრი ფრჩხილები 
სავარაუდო მიზეზი: ღვიძლის დაავადებათუ ფრჩხილები მოულოდნელად გათეთრდა, ეს შეიძლება ჰეპატიტის ან ღვიძლთან დაკავშირებული სხვა დაავადების დაწყების ნიშანი იყოს.

მოლურჯო ფრჩხილები 
სავარაუდო მიზეზი: ჟანგბადის უკმარისობამოლურჯო ფერის ფრჩხილები მიუთითებს იმაზე, რომ ორგანიზმი ჟანგბადის ნაკლებობას განიცდის. ეს შეიძლება უკავშირდებოდეს ფილტვების პრობლემას. ამიტომ, თუ საკუთარ ფრჩხილებზე ლურჯ შეფერილობას შენიშნავთ, უმჯობესია, ექიმს გაესინჯოთ.

ფრჩხილის უსწორმასწორო ზედაპირი 
სავარაუდო მიზეზი: საკვები ნივთიერებების უკმარისობა ფრჩხილის ზედაპირის ტრავმა.ფრჩხილზე უსწორმასწორობები შეიძლება გამოწვეული იყოს არაბალანსირებული კვებით, მანიკურის გაკეთების დროს ტრავმით და სტრესის შედეგადაც კი. უფრო იშვიათ შემთხვევაში, ზედაპირის უსწორმასწორობა შესაძლოა ფსორიაზის ან ართრიტის ნიშანი იყოს. ამ დროს თავად ფრჩხილი გამჭვირვალეა, მის ქვეშ კანი კი მოწითალო-ყავისფერი ჩანს.

მსხვრევადი ფრჩხილები 
სავარაუდო მიზეზი: გარეგანი ფაქტორებიიმაში, რომ ჩვენი ფრჩხილები ხშირად იმსხვრევა და გაზრდასაც კი ვერ ასწრებს, თავად ვართ დამნაშავე. მათ, ვისაც ეს პრობლემა აღენიშნებათ, უნდა გამოიყენონ ხელთათმანები ჭურჭლის რეცხვისას, სარეცხი საშუალების გამოყენებისას, ნაკლებად მოიხმარონ ლაქის მოსაშორებელი საშუალებები.
იშვიათ შემთხვევაში, ფრჩხილები მსხვრევადი ხდება ფარისები ჯირკვლის დაავადებებისა და А, В და С ვიტამინებბის ნაკლებობის გამო.

მუქი ხაზი ფრჩხილებზე 
სავარაუდო მიზეზი: დარღვევები საჭმლის მომნელებელ სისტემაში, ტრავმა.ფრჩხილებზე მუქი ფერის ხაზები სხვადასხვა მიზეზით წარმოიქმნება. ამის მიზეზი შეიძლება იყოს მექანიკური დაზიანება და ასევე საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობასთან დაკავშირებული პრობლემები. ზოგიერთი რასის ხალხისთვის ფრჩხილებზე მუქი ფერის ხაზები ნორმალური მოვლენაა და კანის პიგმენტაციის თავისებურებებს უკავშირდება.

თუმცა არსებობს შემთხვევები, როცა ფრჩხილის ქვეშ გაშავება დაკავშირებულია კიბოს საშიშ სახეობასთან - მელანომასთან. ამიტომ, თუ რაიმე აშკარა მიზეზის გარეშე ფრჩხილზე მუქი ფერის ლაქა წარმოიშვა, უმჯობესია თავის დაზღვევა და ექიმთან კონსულტაციის გავლა.

კოვზისებრი ფრჩხილები 
სავარაუდო მიზეზი: რკინის ნაკლებობაკოვზის ფორმის მსგავსად მოღუნული ფრჩხილი ორგანიზმში რკინის დეფიციტის ნიშანია, ან პირიქით, მის ზედმეტი რაოდენობით დაგროვებაზე შეიძლება მიანიშნებდეს. თუმცა ამგვარი ფორმის ფრჩხილი შეიძლება მემკვიდრეობითაც კი გადაეცეს.

პატარა ბავშვებში მოღუნული ფრჩხილი ბუნებრივი მოვლენაა და ორგანიზმის ფორმირებას უკავშირდება. სასკოლო ასაკისთვის, სწორი კვებისა და სრულფასოვანი განვითარების პირობებში, ფრჩხილი უნდა გასწორდეს.

ყავისფერი ფრჩხილები 
სავარაუდო მიზეზი: ტრავმათუ თითი კარში არ მოგყვათ ან შემთხვევით ჩაქუჩი არ დაირტყით, მაშინ ყავიფერი შეფერილობა სეიძლება უკავშირდებოდეს ისეთ დაავადებებს, როგორიცაა ინფექციური ენდოკარდიტი. ამ დაავადებას მთელი რიგი არასპეციფიკური სიმპტომები აქვს. ასე რომ, თუ თავს კარგად გრძნობთ და მხოლოდ ფრჩხილზე არსებული ყავისფერი ზოლი გიქმნით უხერხულობას, გაიხსენეთ, სად შეგეძლოთ დაგეზიანებინათ თითი.

მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს
loading...
მსგავსი სიახლეები
მარტივად მოვირჩინოთ ჩაბრუნებული ფრჩხილი, ოპერაციის გაკეთება საჭირო არ გახდება!
ნებისმიერი, ვისაც ოდესმე ჰქონია ჩაბრუნებული ფრჩხილი, იცის თუ რა მტკივნეული და მტანჯველი პროცესია,
ეს უნდა იცოდეთ: ვიტამინების 9 დეფიციტი, რომელიც გამოიხატება ჩვენს კანზე!
კანის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, საჭიროა მისდიოთ კანის სწორ რუტინას. ეს ნიშნავს, რომ თქვენ უნდა
მაგნიუმის უკმარისობის ნიშნები, რომელთაც ხშირად აიგნორებენ...
სისუსტე მაგნიუმი მონაწილეობს ორგანიზმის სამი ათასს სხვადასხვა ქიმიურ რეაქციაში, ბევრი მათგანი
შენს დაბადების თვეს თავისი ფერი აქვს – გაიგე, რას ნიშნავს ეს შენთვის, ჯერ დაწერეთ თვე და შემდეგ ნახეთ
ყველა ფერს აქვს საკუთარი ენერგეტიკა, რომლის გამოყენება სხვადასხვანაირადაა შესაძლებელი. ასტროლოგი და
9 მიზეზი სასწრაფო რეაგირებისთვის! ეს ნიშნები მიუთითებს ვიტამინების აშკარა უკმარისობაზე!
ბევრი მიიჩნევს, რომ მშრალი კანი, მტვრევადი ფრჩხილები და ნაადრევი ჭაღარა აუცილებლად ცუდი გენეტიკის,
კომენტარები
საავტორო უფლებები დაცულია !