B12 ვიტამინის დეფიციტის მოგვარება გაგათავისუფლებთ 9 სერიოზული დაავადებისგან, აგრეთვე თმებისა და კანის პრობლემებისგან! B12 ვიტამინის დაბალი დონის დიაგნოზის დასმა ძალიან რთულია

B12 ვიტამინის დეფიციტის მოგვარება გაგათავისუფლებთ 9 სერიოზული დაავადებისგან, აგრეთვე თმებისა და კანის პრობლემებისგან! B12 ვიტამინის დაბალი დონის დიაგნოზის დასმა ძალიან რთულია
loading...


B12 ვიტამინის დაბალი დონის დიაგნოზი ძალიან რთული დასადგენია. ეს მხოლოდ სიმპტომების მიხედვითაა შესაძლებელი! გაიგეთ მათ შესახებ და თქვენ შეძლებთ გათავისუფლდეთ და თავი აარიდოთ ჯანმრთელობისა და სილამაზის ბევრ პრობლემას!

ის ვლინდება სიმპტომების ფართო სპექტრით. გარდა იმისა, თქვენ ღვიძლს შეუძლია ამ წყალშიხსნადი ვიტამინის შენახვა, და სხვებისგან განსხვავებით, დიდი რაოდენობით. ეს საკმარისი უნდა იყოს თქვენთვის 3-5 წელი, მას შემდეგაც კი, რაც თქვენ შეწყვეტთ B12 ვიტამინით მდიდარი პროდუქტების მიღებას. 

ეს ნიშნავს, რომ დეფიციტის სიმტომები თქვენ უფრო გვიან გამოგივლინდებათ.



loading...

B12 ვიტამინის დეფიციტის სიმპტომები:

1. თავბრუსხვევა

თუ თქვენ ხშირად გრძნობთ თავბრუსხვევას ფეხზე წამოდგომისას, კიბეზე ასვლისას, თქვენ შეიძება გქონდეთ B12 ვიტამინის დეფიციტი.

თქვენ შეიძლება დაკარგოთ წონასწორობა, განსაკუთრებით თუ ცოტათი აჩქარდებით. 

თავბრუსხვევა და თავის ტკივილი სისხლის დაბალი წნევის ნიშანია, რაც B12 ვიტამინის სიმპტომია.

2. დაბუჟება და გაყინვა

თუ თქვენ ერთ მდგომარეობაში ხანგრძლივად ყოფნისას გაწუხებთ კიდურების დაბუჟება - ეს შეიძლება B12 ვიტამინის დეფიციტის აღმნიშვნელი იყოს. ვინაიდან, ამ ვიტამინის დეფიციტი არა მხოლოდ არტერიულ წნევას ამცირებს, არამედ ერითროციტების რაოდენობასაც. 

3. კანის ელფერის ცვლილება

ეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმპტომია. B12ის დეფიციტი იწვევს კანის სიყვითლეს.

4. კანის პრობლემები

ამ ნივთიერების დონის ნებისმიერი ცვლილება აისახება კანის პრობლემებზე, ისეთებზე, როგორცაა: ვიტილიგო, დერმატიტი, პიგმენტური ლაქები და გამონაყარი.

როგორც წესი, კანის ასეთი პრობლემები არ გვარდება სხვა მკურნალობით. შეიძლება აგრეთვე შეამჩნიოთ თმისა და ფრჩხილების ცვლილებები.

5. ცუდი მხედველობა

თუ თქვენ დაგეწყოთ მხედველობის პრობლემები იმის მიუხედავადაც კი, თუ არ გაქვთ რაიმე დარღვევა, შეიძლება ეს იყოს B12 ვიტამინის დეფიციტის მანიშნებელი. 

ვიტამინი B12 აუცილებელია სწორი ნერვული ფუნქციისთვის. ვიტამინის ნაკლებობამ შეიძლება დააზიანოს თქვენი მხედველობითი ნერვი, რომელიც გადაცემს ინფორმაციასა და სიგნალებს თვალიდან ტვინს.

6. დაღლილობა

კუნთოვანი სისუსტე B12 ვიტამინის დეფიციტის პირველი ნიშანია, ვინაიდან, თქვენი კუნთები არასაკმარისადაა მომარაგებული ჟანგბადით (ერითროციტების უკმარისობა).

7. ქრონიკული დაღლილობა და სუნთქვის გართულება

თუ თქვენ გრძნობთ დაღლილობას მიუხედავად იმისა, შეასრულეთ თუ არა ფიზიკურად დატვირთული საქმიანობა, შეიძლება თქვენ გქონდეთ B12 ვიტამინის დეფიციტი.

ეს მოქმედებს სისხლის უნარზე გადაიტანოს ჟანგბადი. შედეგად ორგანოები არ იღებს ჟანგბადის აუცილებელ რაოდენობას. ეს კი იწვევს დაღლილობისა და სუნთქვის გართულების პროვოცირებას.

B12 ერთ-ერთი აუცილებელი ვიტამინია, რომელიც საჭიროა გლუკოზის საკვებიდან ენერგიად გარდასაქმნელად. B12ის დეფიციტმა შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს გლუკოზის მეტაბოლიზმზე და ენერგიის გამოყოფაზე. 

8. მახსოვრობის პრობლემები

ვინაიდან, B12 ვიტამინის დეფიციტი დაკავშირებულია ალცჰეიმერის დაავადებასთან და დიმენციასთან, რეკომენდებულია რეგულარულად შეამოწმოთ B12ის დონე. განსაკუთრებით თუ ასეთი დაავადება აწუხებს/აწუხებდა თქვენი ოჯახის წევრებს.

9. სისხლისა და სისხლძარღვების პრობლემები

B12ის დეფიციტის სხვა მნიშვნელოვანი რისკია გულის უკმარისობა.

აღმოჩენილი იყო, რომ B12 ვიტამინის დაბალი დონის მქონე ადამიანებს აქვთ ჰომოცისტეინის მაღალი დონე, რაც ზრდის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს.

მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს
loading...
მსგავსი სიახლეები
რატომ ჩნდება თეთრი ლაქები ფრჩილებზე და რა კავშირშია ფრჩხილი ჯანმრთელობასთან
ფრჩხილების მოვლაზე საკმაოდ დიდ ენერგიას ვხარჯავთ, განსაკუთრებით ქალები. მაგრამ ფრჩხილი ჩვენს
როგორ განვასხვავოთ ერთმანეთისგან გრიპი და გაციება - დაიმახსოვრეთ ეს 6 ნიშანი!
ზამთარი, როგორც წესი, განსაკუთრებით "დატვირთულია" ვირუსებით, რომლებიც " მრდ"-ს ანუ მწვავე
აირჩიეთ კარტი და ნახეთ, რას უნდა ელოდოთ უახლოეს მომავალში ჯერ დაწერეთ და შემდეგ ნახეთ
რომელი კარტი გიყურებთ? თქვენ შეიძლება ციფრი მოგესმათ ან ერთ-ერთი კარტი განსხვავებულად დაინახოთ.
9 მიზეზი სასწრაფო რეაგირებისთვის! ეს ნიშნები მიუთითებს ვიტამინების აშკარა უკმარისობაზე!
ბევრი მიიჩნევს, რომ მშრალი კანი, მტვრევადი ფრჩხილები და ნაადრევი ჭაღარა აუცილებლად ცუდი გენეტიკის,
კომენტარები
საავტორო უფლებები დაცულია !