დიეტური, მსუყე და სასარგებლო სალათების ტოპ-3 რეცეპტი!

loading...
სამივე სალათის სოუსი:
- შეურიეთ 100 გ. ნატურალური იოგურტი 1 ს.კ. მდოგვს;
- დაამატეთ 0,5 ჩ.კ. ლიმონის წვენი, მწიკვი დაფქული წიწაკა და მარილი გემოვნებით.
- ავიღოთ: 1 საშუალო ზომის პეკინური კომბოსტო, 1 ქათმის ფილე, 2 ახალი კიტრი, 1 ბულგარული წიწაკა, 1 ქილა კონსერვირებული სიმინდი, ოხრახუში.
- ქათმის ფილეს მოაყარეთ მარილი, დაახურეთ თავსახური, მოათავსეთ მიკროტალღურ ღუმელში, თავისსავე წვენში, დატოვეთ 10 წუთი საშუალო სიმძავრეზე.
- საგულდაგულოდ გარეცხეთ ბოსტნეული, პეკინის კომბოსტო წვრილად გახეხეთ, მოათავსეთ სასალათეში. დაამატეთ თესლგამოცლილი დაჭრილი ბულგარული წიწაკა და კიტრი..
- მზა ქათმის ფილე გააცივეთ და დაანაწევრეთ, დაუმატეთ სიმინდი და წვრილად დაჭრილი მწვანილი. შეურიეთ ერთმანეთს ყველა ინგრედიენტი და დაამატეთ სოუსი.
loading...
სალათი მწვანე ლობიო და კვერცხით
- ავიღოთ: 400 გ. მწვანე ლობიო, 4 კვერცხი, 1 კბილი ნიორი, 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი, 1 ახალი ან გაყინული წითელი ბულგარული წიწაკა.
- კვერცხი მაგრად მოხარშეთ, გაასუფთავეთ, დაჭერით ნახევარრგოლებად. ლობიო ჩაუშვით ადუღებულ მარილიან წყალში და ხარშეთ 8 წუთი, გადაავლეთ ცივი წყალი და დატოვეთ საწურში. გაასუფთავეთ და დაჭერით წიწაკა.
- ზეითუნის ზეთში შეწვით 5-7 წუთი წიწაკა და ლობიო. მომზადებამდე ერთი წუთით ადრე დაამატეთ დაქუცმაცებული ნიორი.
- გააცივეთ ბოსტნეული, შეურიეთ კვერცხს და დაამატეთ სოუსი.
- ავიღოთ: 4 ცალი გაყინული კალმარი, 3 კვერცხი, 200 გ. დამარინადებული ზღვის კომბოსტო, 1 კონა მწვანე ხახვი, 3 ს.კ. მრგვალი ბრინჯი.
- გაასუფთავეთ კალმარი, ჩაუშვით მარილიან ადუღებულ წყალში, 1 წუთში გამორთეთ გაზქურა, დაახურეთ თავსახური და დატოვეთ 10 წუთი.
- ბრინჯი მოხარშეთ 2 ჭიქა ადუღებულ წყალში, შემდეგ გარეცხეთ, გადაწურეთ, გააგრილეთ. კვერცხი მაგრად მოხარშეთ, დაჭერით კუბებად. დაჭერით ზღვის კომბოსტო და ხახვი.
- გაცივებული კალმარები დაჭერით 10x10მმ. კვადრატებად, შეურიეთ დანარჩენ კომპონენტებს, დაამატეთ სოუსი.

მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს
loading...