ჟოლოს მურაბის 2 ძალიან გემრიელი რეცეპტი! აუცილებლად სცადეთ!

ჟოლოს მურაბის 2 ძალიან გემრიელი რეცეპტი! აუცილებლად სცადეთ!
loading...


ტყუილად როდი ამბობენ, რომ ჟოლოს მურაბის ქილა განწყობას ამაღლებს! მაგრამ მისი სწორად მომზადებისთვის საჭიროა რამდენიმე განსაკუთრებულობის ცოდნა ამ კენკრაზე. მათგან მთავარი - ჟოლო ზედმეტად ნაზია მის გადასამუშავებლად.


1. ჟოლოს მურაბის ძალიან გემრიელი რეცეპტი

პროდუქტები:
  • ჟოლო - 1 კგ.
  • შაქარი - 1,5 კგ.
loading...

მომზადება:
  1. ამ რეცეპტისთვის აარჩიეთ მწიფე და ჯანსაღი ჟოლო.
  2. შესაფერის ჭურჭელში ჟოლოს ვაყრით შაქარს (ვხარჯავთ მარაგის დაახლოებით 2/3ს) და ვტოვებთ ღამით, რათა კენკრამ წვენი გამოიღოს.
  3. დილით გადავასხამთ ჟოლოს წვენს ქვაბში, შემოვდგამთ გაზქურაზე, მიგვყავს დუღილამდე, ვამატებთ დარჩენილ შაქარს და არ გვავიწყდება ქაფის მოხსნა.
  4. როცა ქაფი შეწყვეტს აქტიურად წარმოქმნას, ცეცხლს ვთიშავთ და სიროფს დავაცდით ცოტა გაგრილებას. შემდეგ სიროფიან ქვაბში ვყრით კენკრას, კვლავ შემოვდგამთ დაბალ ცეცხლზე, ვურევთ, ვხსნით ქაფს, მიგვაყვს დუღილამდე.
  5. საკმარისია 5-7 წთ. დუღილი.
  6. მზა ჟოლოს მურაბას მაშინვე ვასხამთ სტერილურ ქილებში და ვხუფავთ. მთელი ზამთარი შესანიშნავად ინახება.

2. ჟოლოს მურაბის მომზადების კიდევ ერთი ხერხი - სქელისა და ჟელესებრის!

იმისათვის, რომ მურაბა ასეთი კონსისტენციის გამოვიდეს, არსებობს ერთი საიდუმლო. ამისათვის საჭიროა არა მხოლოდ მწიფე, არამედ ცოტაოდენი დაუმწიფებელი კენრა. სწორედ ეს აძლევს საშუალებას მურაბას იყოს ჟელესებრი. კენკრა და შაქრის რაოდენობა იგივეა, როგორც წინა რეცეპტში.

აქ შეგიძლიათ კენკრა ღამით არ დატოვოთ, მაგრამ მურაბა უნდა ადუღდეს ორ ეტაპად. ღამით, კენკრისა და შაქრის შერევისას ვდგამთ ქვაბს გაზქურაზე. შაქრის სწრაფად დასადნობად, ქვაბში შეგიძიათ დაამატოთ რამდენიმე კოვზი წყალი. ვურევთ და ვხსნით ქაფს, ნელ-ნელა მიგვყავს მასა დუღილამდე. ამის შემდეგ ვადუღებთ კიდევ არა უმეტეს 7 წუთისა.

დილით კვლავ შემოვდგამთ ქვაბს გაზქურაზე და კვლავ მიგვყავს დუღილამდე. შემდეგ თხელ ფენად ვაყრით დარჩენილ შაქარს და მორევასთან ერთად ველოდებით მის ბოლომდე გალღვობას. ამისთვის საჭიროა არა უმეტეს 5-7 წუთი. 

ამ რეცეპტით მომზადებული მურაბა გამოდის ჟელესებრი სქელი სიროფით, უჩვეულო ნათელი ფერით და განუმეორებელი არომატითა და გემოთი!

გემრიელად მიირთვით! 

მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს
loading...
მსგავსი სიახლეები
ახალგაზრდა ნაძვის ხის გირჩები შეაგროვეთ და მოხარშეთ! ავადმყოფობა დაგავიწყდებათ
ყველასთვის ნაცნობი ფიჭვის და ნაძვის ხის გირჩები არა მხოლოდ გასაფორმებლად შეიძლება გამოვიყენოთ. მათი
მუშმალა კიბოს წინააღმდეგ! იაპონელ მეცნიერთა ახალი სენსაციური აღმოჩენა
ვიდრე იაპონელების ახალ აღმოჩენაზე გადავალთ, მანამდე გავეცნოთ, რა ხილია, საიდანაა და დღემდე მისი რა
თაფლიანი ბოლოკი და კიდევ 16 გამოცდილი ხალხური რეცეპტი ხველისგან მარტივად გასათავისუფლებლად!
დასაწყისისთვის თქვენ უნდა გაიგოთ, რომ ხველა მხოლოდ გავრცელებული სიმპტომი, და არა ცალკეული
სწრაფი მომზადების მურაბა ნებისმიერი კენკრისგან - ნარჩუნდება ყველა ვიტამინი!
ეს მურაბა მზადდება სხვადასხვა სახის კენკრისგან: არავითარი ხანგრძლივი დუღილი, ყველა ვიტამინი და
მარწყვის მურაბა კენკრის დუღილის გარეშე! საუკეთესო რეცეპტი!
ამზადებთ ასეთი ხერხით მარწყვის მურაბა? მარწყვის მურაბა კენკრის დუღილის გარეშე გამოდის იმდენად
კომენტარები
საავტორო უფლებები დაცულია !