ძლიერი, იაფი და ეფექტური საშუალებები კბილების სახლის პირობებში გასათეთრებლად!

ძლიერი, იაფი და ეფექტური საშუალებები კბილების სახლის პირობებში გასათეთრებლად!
loading...


აქტივირებული ნახშირი

ეს ვარიანტი ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და იაფია. აქტივირებულ ნახშირში ბევრი ანტიოქსიდანტია, რომლებიც ებრძვის საკვების მიღების შემდეგ დარჩენილ ტოქსიკურ ნივთიერებებს. აქტივირებული ნახშირი იმდენად ძლიერია, რომ გაგითეთრებთ კბილებს 3 ტონით,

დაფხვენით ერთი აბი, მოაყარეთ დატენიანებულ კბილის ჯაგრისს და უბრალოდ გაიწმინდეთ კბილები. ნუ შეგეშინდებათ, როცა პირი და კბილები შეიცვლის ფერს პროცესში. მუქი შეფერილობა გაქრება, როცა გამოივლებთ წყალს პირში.

რძის ფხვნილი და კბილის პასტა

გამოიყენეთ რძის ფხვნილი კბილის პასტასთან კომპლექსში.

დაამატეთ ცოპტაოდენი რძის ფხვნილი პასტაში კბილის წმენდამდე. გამოიყენეთ არა უმეტეს 2ჯერ კვირაში.

საკვები სოდა და ლიმონის წვენი

საკვები სოდა შესანიშნავად აქრობს საკვების ნაწილაკებს კბილის ზედაპირიდან. ლიმონი შიცავს C ვიტამინს, რომელიც ცნობილია კბილების გათეთრების თვისებით. აღსანიშნავია მისი ანტიბაქტერიული ეფექტიც, რაც ეხმარება პირის ღრუს პათოგენური მიკროფლორისგან გათავისუფლებას.

დააყარეთ კბილის ჯაგრისს მწიკვი სოდა, ზემოდან კი დააწვეთეთ რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი. ეს მეთოდი გამოიყენეთ კვირაში მხოლოდ ერთხელ.

ლიმონის წვენი შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ჩვეულებრივი წყლით. ერთ წილ სოდაზე დაგჭირდებათ ორი წილი წყალი. მიღებული პასტა გამოიყენება კბილების წმენდისთვის. ეს ვარიანტი შესაძლებელია გამოიყენოთ კვირაში ორჯერ.
loading...

წყალბადის ზეჟანგი

წყალბადის ზეჟანგი არ გამოდგება მგრძნობიარე კბილებისთვის. თუ ეს არ არის თქვენი ვარიანტი, უბრალოდ წაუსვით წყალბადის ზეჟანგი ყურის ჩხირით კბილის ჯაგრისს.

გაიმეორეთ მოქმედება არა უმეტეს 2ჯერ.

თუ არ გსურთ გარისკვა, მოიძიეთ მაღაზიაში კბილის პასტა წყალბადის ზეჟანგის დამატებით.

გამაფხვიერებელი და ლიმონის წვენი

გამაფვხიერებელი შესანიშნავად აქრობს ნადებს ემალიდან, ლიმონის წვენში კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ ზემოთ, ბევრი კომპონენტია, რომელიც ათეთრებს კბილებს.

მოამზადეთ ნარევი, შეურიეთ თანაბარი პროპორციით გამაფხვიერებელი და ახალდაწურული ლიმონის წვენი. ამ პასტის მუშაობისთვის საჭიროა მხოლოდ ორი წუთი. ეს მაქსიმალური დროა პასტის კბილებზე დასატოვებლად. 

გამოიყენეთ ეს ხერხი 1-2ჯერ კვირაში რამდენიმე კვირის განმავლობაში და თქვენ იხილავთ შედეგს.

ზღვის მარილი, ლიმონის წვენი და კბილის პასტა

კიდევ ერთი შესანიშნავი კომპონენტი - ზღვის მარილი. იგი შეიცავს დიდი რაოდენობით მინერალებს, რომლისგანაც შესდგება ემალი. კალციუმი, მაგნიუმი, რკინა. ზღვის მარილს აქვს ანტიბაქტერიული ეფექტი, რომელიც აახლებს სუნთქვას და იცავს ემალს.

1 ჩ.კ. მარილზე აიღეთ რამდენიმე წვეთი ლიმონი და ცოტაოდენი კბილის პასტა. გაანაწილეთ მიღებული მასა კბილებზე, რამდენიმე წუთის შემდეგ მოიშორეთ. გაიმეორეთ კვირაში 1-2ჯერ.

ლიმონის წვენი და წყალი

შეურიეთ ლიმონის წვენი წყალს თანაბარი პროპორციებით. გაიწმინდეთ კბილები მიღებული სითხით და გამოივლეთ წყალი. აუცილებლად გაიწმინდეთ კბილები ჩვეული პასტით. გამოიყენეთ მოცემული ხერხი არა უმეტეს ერთხელ კვირაში.

ვაშლის ძმარი და წყალი

ვაშლის ძმარი - შესანიშნავი გამწმენდი საშუალება, გარდა ამისა, იგი ფლობს ანტიბაქტერიულ ეფექტს. აიღეთ ნახევარი ჩ.კ. ვაშლის ძმარი ჭიქა წყალზე და გამოიყენეთ მიღებული სითხე პირის ღრუში გამოსავლებად ყოველ დილით კბილების გახეხვამდე. კბილი აბალანსებს ძმრის მჟავიანობას, ამიტომაც შეგიძლიათ მშვიდად გამოიყენოთ ეს ნარევი ყოველდღიურად.

მარწყვი

უმჯობესია აიღოთ ახალი მარწყვი და გარდაქმნათ იგი პიურედ. შეიზილეთ პიურე კბილებში რამდენიმე წუთი, ყვითელი ლაქებისგან გასათავისუფლებლად. გაიმეორეთ პროცედურა თვეში ერთხელ.

კბილის პასტა, ზღვის მარილი, საკვები სოდა და ლიმონის წვენი

1 ს.კ. კბილის პასტაზე დაგჭირდებათ მწიკვი მარილი, ცოტაოდენი სოდა და 4-5 წვეთი ლიმონის წვენი. გაიწმინდეთ კბილები ამ ნარევით 4-5 წუთი. უკვე პირველი მიღების შემდეგ თქვენ შეამჩნევთ განსხვავებას. გაიმეორეთ პროცედურა ორ თვეში ერთხელ.


მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს
loading...
მსგავსი სიახლეები
წყალბადის ზეჟანგის გამოყენების იდეები, რომლებიც აქამდე არ იცოდით
პრაქტიკულად, ყველას გვაქვს სახლში წყალბადის ზეჟანგი და თუ არა, მაშინ ნებისმიერ აფთიაქში შეგვიძლია
განიკურნეთ კბილები, ღრძილები და გაითეთრეთ კბილები ამ ბუნებრივი კბილის პასტით ...
ჩვენს დროში ცხოვრება ძალიან სწრაფი გახდა. ასეთ სტრესულ ცხოვრების წესში უფრო და უფრო ნაკლები
განიკურნეთ კბილები, ღრძილები და გაითეთრეთ კბილები ამ ბუნებრივი კბილის პასტით ...
ჩვენს დროში ცხოვრება ძალიან სწრაფი გახდა. ასეთ სტრესულ ცხოვრების წესში უფრო და უფრო ნაკლები
რა უნდა იცოდეთ, როცა სარძევე კბილი შავდება ან ფუჭდება და როდესაც ბავშვი კბილებს იცვლის
უნდა მიაქციოთ თუ არა ყურადღება სარძევე კბილებს, რა შემთხვევაში უნდა მიმართოთ სტომატოლოგს და რა
კომენტარები
საავტორო უფლებები დაცულია !