რატომ უნდა გახეხოთ უმი კარტოფილი, მაგრამ არა საკვებად!

რატომ უნდა გახეხოთ უმი კარტოფილი, მაგრამ არა საკვებად!
loading...


რატომ უნდა გამოიყენოთ უმი კარტოფილი კოსმეტიკური მიზნებისთვის?

კარტოფილის ნიღაბი

რა თქმა უნდა, შეგიძლია გამოიყენო როგორც მოხარშული, ისე უმი კარტოფილი. უმი სახით სასარგებლო ნივთიერებები უფრო უკეთ ინახება, თუმცაღა, თუ კანი მიდრეკილია ალერგიული რეაქციებისკენ, უმჯობესია მოხარშული კარტოფილის ნიღბის მომზადება.


სასარგებლო ნივთიერებების სია, რომლითაც მდიდარია უმი კარტოფილი

  1. C ვიტამინი (ერთ-ერთი საუკეთესო ანტიოქსიდანტია)
  2. B ჯგუფის ვიტამინი (ეხმარება კოლაგენის გამომუშავებას)
  3. K ვიტამინი
  4. A, E ვიტამინები (უზრუნველყოფს ქსოვილების განახლებას)
  5. სელენი (ანტიოქსიდანტი, რომელიც ხელს უშლის დაბერებას)
  6. კალიუმი (ხსნის შეშუპებას და არეგულირებს წყლის ბალანსს)
  7. ლუთეინი (ნატურალური ფილტრი მზისგან დასაცავად)
  8. ქოლინი (ახორცებს და ებრძვის შავ წერტილებს)
  9. ქოლინი


კარტოფილის ნიღაბი დაგეხმარება პიგმენტური ლაქების აღმოფხვრაში, გააუფერულებს ჭორფლებს და გააქრობს მცირე ნაოჭებს. გაივლის სიწითლეც...
loading...


რა უნდა გვახსოვდეს კარტოფილის არჩევისას? კარტოფილი უნდა იყოს საშუალო ზომის, სიმწვანისა და პიგმენტური ლაქების გარეშე. გახსოვდეს, პიურე სასურველია შეინახოთ ბნელ გრილ ადგილას.

კლასიკური ნიღაბი უმი კარტოფილისგან


ამ ნიღბისთვის საჭიროა მხოლოდ უმი კარტოფილი, გაეხილი ან წვრილად დაჭრილი. მოათავსე კარტოფილი ბინტის ხელსახოცებზე და ფრთხილად მოითავსე სახეზე. 20 წუთი საკმარისი იქნება იმისთვის, რომ ყველა აქტიურ კომპონენტმა ზემოქმედება იქონიეს შენს კანზე. შეგიძლია გამოიყენო კვირაში 4ჯერ.

ნიღაბი კარტოფილის პიურე და კიტრის წვენისგან


ამ ვარიანტისთვის დაგჭირდება 1 კარტოფილი, 1 დიდი კიტრი და 1 ლიმონი. გახეხე კარტოფილი სახეხზე, დაამატე რამდენიმე ჩ.კ. ლიმონის წვენი და კიტრის რბილობი. თუ შენი კანი გამოირჩევა განსაკუთრებული მგრძნობელობით, შეგიძლია დაამატო ცოტაოდენი რძე.

ნიღაბი ცხიმიანი კანისთვის


ინგრედიენტები:

  • 1 კარტოფილი
  • 1 ს.კ. რძის ფხვნილი
  • 2 ს.კ. ღია ფერის ლუდი
  • 1 ლიმონი
  • 1 კვერცხი
შეურიე ყველა ინგრედიენტი და მიიყვანე ნარევი სქელი არაჟნის კონსისტენციამდე. კოსმეტიკური ფუნჯის დახმარებით წაისვი ფაფა კანზე, ყელსა და დეკოლტის ზონაზე. ჩამოიბანე 10 წუთში. გამოიყენე ნიღაბი არა უმეტეს 1ჯერ 7 დღეში.



ნიღბის დატანამდე სახე სასურველია დაიორთქლოთ და გაიწმინდოთ. გახეხილი უმი კარტოფილის ნიღაბს აქვს გაჟონვის თვისება, ამიტომაც სასურველია გამოიყენოთ ის აბაზანის მიღებისას, მაგალითად. ნიღაბი საგულდაგულოდ უნდა დაიბანო წყლით, შემდეგ დაიტენიანე კანი მკვებავი კრემით.

მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს
loading...
მსგავსი სიახლეები
მუშმალა კიბოს წინააღმდეგ! იაპონელ მეცნიერთა ახალი სენსაციური აღმოჩენა
ვიდრე იაპონელების ახალ აღმოჩენაზე გადავალთ, მანამდე გავეცნოთ, რა ხილია, საიდანაა და დღემდე მისი რა
აი, რატომ არის უმი კარტოფილი საოცრად სასარგებლო კანისთვის! კარტოფილის გამოყენების 3 შესანიშნავი საშუალება!
ეს ნამდვილი აღმოჩენაა. ძალიან ხშირად ჩვენ ხელთ მოგვეპოვება დიდი რაოდენობის ნატურალური საშუალება
ყავისფერი ლაქები კანზე: სწრაფი მოქმედების 8 რეცეპტი! შედეგები არ დააყოვნებს!
ყავისფერი ლაქების წარმოშობა დაკავშირებულია ესტროგენთან და პროგესტერონთან, რომლებიც ზრდის მელანინის
უგემრიელესი დიეტური სალათების რეცეპტები! დაიკელი წონაში და გაიწმინდე ორგანიზმი სიამოვნებით!
უგემრიელესი დიეტური სალათების რეცეპტები! დაიკელი წონაში და გაიწმინდე ორგანიზმი სიამოვნებით! ყველას
კომენტარები
საავტორო უფლებები დაცულია !