მცენარეები, რომლებიც კოღოებს აფრთხობს, ხალხური მეთოდები ნაკბენის დასაამებლად და პასუხი კითხვაზე, რატომ კბენენ კოღოები ზოგ ჩვენგანს უფრო მეტად

მცენარეები, რომლებიც კოღოებს აფრთხობს, ხალხური მეთოდები ნაკბენის დასაამებლად და პასუხი კითხვაზე, რატომ კბენენ კოღოები ზოგ ჩვენგანს უფრო მეტად
loading...


თბილი ამინდების, ზაფხულის შვებულებისა და მეგობრებთან ერთად საღამოს გასეირნების ემოცია შეიძლება სეზონის მარადიულმა თანამგზავრმა, კოღომ სულ ცუდისკენ შეცვალოს. არსებობს რამდენიმე საინტერესო ფაქტი, რითაც კოღოებისგან თავდაცვას დამცავი სპრეისა და აეროზოლის გარეშე შეძლებთ.მოსკოვში მოღვაწე ქირურგმა ზურაბ მელაძემ გადაწყვიტა, გაერკვია, რატომ კბენენ კოღოები ზოგიერთ ადამიანს, ზოგს კი - არა. სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც საუბრობს, ვის უფრო მეტად ემტერება მწერი.მისი თქმით, კოღოები პოტენციურ "მსხვერპლს" სუნის მიხედვით არჩევენ. მოსწონთ ნახშირორჟანგი, ამიტომ, ის ვინც დიდი რაოდენობით ამოისუნთქავს, მალევე შეამჩნევს, რომ კოღო იქვეა. მეორე ადგილს კოღოს "მაგნიტთა" შორის რძემჟავა იკავებს. სუნი დამახასიათებელია მათთვის, ვინც აქტიურადაა სპორტით დაკავებული, ხშირად მიირთმევს რძის პროდუქტებს, სვამენ ლუდს, ბურახს ან ღვინოს.
კოღოებს ასევე ძალიან უყვართ ოფლის სუნი, მოსწონთ იმ ადამიანის კბენა, რომელმაც ცოტა ხნის წინ შეჭამა ბანანი. რომ შევაჯამოთ, მას, ვინც არც ისე აქტიურია სპორტში, არ სვამს ალკოჰოლს და არც ბანანის დიდი მოყვარულია, უფრო მაღალი შანსი აქვს, რომ საღამოს კოღოს ნაკბენის გარეშე დაბრუნდეს სახლში.ექიმის მოსაზრება ვიდეოს კომენტარებში ბევრმა ადამიანმა გააკრიტიკა, ნაწილი კი დაეთანხმა.არსებობს კიდევ ერთი თეორია, თუ რატომ კბენენ კოღოები შერჩევით ადამიანებს. ეს სისხლის ჯგუფს ეხება. ყველაზე "გემრიელ" სისხლად პირველი ჯგუფის სისხლი ითვლება, მეორე ადგილზე კი მესამე ჯგუფის სისხლია. კოღოებს მეორე ჯგუფის სისხლი არ მოსწონთ. ხშირად ბავშვებსა და ორსულებს კბენენ, რადგან ისინი ნახშირორჟანგს უფრო დიდი რაოდენობით ამოისუნთქავენ. ამ თეორიის თანახმადაც, კიდევ ერთი რისკი ამიაკის, ოფლისა და ალკოჰოლის სუნია.თუ კოღოსთვის "გემრიელი" და "მიმზიდველი" საკვების სიაში ხართ, ნამდვილად გამოგადგებათ ამ ხალხური და მარტივი ხრიკების ცოდნა რათა ვერაგი მწერის თავდასხმა თავიდან აიცილოთ:

loading...

  • მცენარეები, რომლებიც კოღოებს აფრთხობენ
რეჰანი (ბაზილიკი)რეჰანი, რომელსაც მძფრი არომატი აქვს, უმჯობესია, ღია ფანჯარასთან ახლოს მოათასოთ, რათა კოღოების შინ შემოსვლას ხელი შეუშალოთ.პიტნამისი შემადგენელი ეთერზეთი კოღოს ახლოს არ გაგაკარებთ.
პომიდორიპომიდვრის აივანზე მოყვანა რთული სულაც არ არის. თუ მოისურვებთ, მზა ნერგებიც იყიდება. კოღოებსაც მოიცილებთ, მისი მოვლითაც გაირთობთ თავს და გემრიელ ნაყოფსაც მიიღებთ.ქონდარიქონდარი არა მარტო გემრიელი სანელებელია, მწერები ვერ იტანენ მის სუნს. ასეთივეა მიხაკი და მიხაკის ზეთი, რომელიც აუცილებლად დაგეხმარებათ კოღოსთან ბრძოლაში.
ჩაის ხეჩაის ხის ზეთის რამდენიმე წვეთი ტანის ზეთშიც შეგიძლიათ აურიოთ (30 გრამზე 20 წვეთი). თუ მოგწონთ ჩაის ხის სუნი, სხეულზე ისეც შეგიძლიათ წაისვათ, ქუჩაში გასვლის წინ. ჩაის ხის ზეთს ვერ იტანენ მწერები.
ევკალიპტინებისმიერ ტანის ზეთს შეურიეთ ვანილი, ასევე რამდენიმე წვეთი ევკალიპტის ან მიხაკის ზეთი, აურიეთ ერთმანეთში და ტანზე წაისვით, გარეთ გასვლის წინ.
ველური ალუბლის და კენკრის ფოთლებიმოიმარაგეთ ველური ალუბლის ან სხვა კენკრის ფოთლები და კოღო აღარ შეგაწუხებთ.
გირჩებიბუნებაში კოღოების წინააღმდეგ "საბრძოლველად" გამოგადგებათ ნაძვის გირჩები. ჩააგდეთ ცეცხლში და სუნი გაფანტავს აბეზარ მწერებს.
ოქროს რჩევა - ლიმონი+მიხაკი დადეთ საწოლთან ახლოს და აგარაკზე ღია ფანჯრებში დაიძინებთ - კოღოების საწინააღმდეგო საკეთესო საშუალებაა.დაჭერით ლიმონი სქელ რგოლებად, მასში გამხმარი მიხაკი ჩაარჭვეთ და სადაც ხართ, ახლოს დადეთ: ლოგინთან, შეზლონგთან, სააგარაკო მაგიდაზე. რაც მეტი იქნება ასეთი სურნელოვანი საშუალება სადმე ახლოს, მით ნაკლები კოღო იქნება თქვენ გარშემო. ასევე შეგიძლიათ, ლიმონის ეთერზეთი (რამდენიმე წვეთი) და მიხაკის ზეთი გედგათ სიახლოვეს. მიხაკი შეგიძლიათ დაამატოთ ტანის ბალზამში ან ზეთში. კოღოები მოგერიდებიან, ადამიანებს კი მოსწონთ ეს სუნი.თუ მაინც ვერ გადაურჩით კოღოებსა და მათ მწარე ნაკბენებს, ეს რჩევები ქავილსა და სხვა უსიამოვნო შეგრძნებებთან გამკლავებაში დაგეხმარებათ.გამოცდილი საშუალება ნაკბენის ადგილზე - გაჭრილი ხახვისა და ნიორის დადებაა. რაც შეეხება ნიორს, 1 კბილი დაჭყლიტეთ და შეურიეთ მცირე რაოდენობით წყალს რომ მიიღოთ ფაფის კონსისტენცია. დოლბანდით დაიდეთ ნაკბენზე.სოდა - შეურიეთ 3 ჩაის კოვზი სოდა 1 ჩაის კოვზ წყალს. მიღებული ნარევი დაიდეთ ნაკბენზე - გაშრობამდე.
ლიმნის წვენი - ნაკბენი ადგილი დაიმუშავეთ ლიმნის წვენით.
ოვზი - ცხელ წყალში ჩადეთ კოვზი და დაიდეთ ნაკბენზე. კოვზი დააჭირეთ კანს მჭიდროდ, სანამ კოვზი არ გაცივდება. შემდეგ ისევ ჩაყავით ცხელ წყალში. გაიმეორეთ რამდენჯერმე და სიწითლე და შეშუპება გაივლის. 

მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს
loading...
მსგავსი სიახლეები
როგორ შევინახოთ პომიდორი ცოცხლად? - ძლებს 6 თვემდე
პომიდვრის ზამთრისთვის შენახვის ყველაზე გავრცელებული გზა მისი დაკონსერვება ან საწებლის მომზადებაა,
როგორ მოვიქცეთ თუ რომელიმე მწერმა გვიკბინა - ეს ყველამ უნდა იცოდეს!
ზაფხული ის დროა, როცა განსაკუთრებით დიდ დროს ვატარებთ ეზოში, სუფთა ჰაერზე. შესაბამისად, იმატებს
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც 2021 წელს სიყვარულში დიდი გამართლება ელით - სასიყვარულო ასტროპროგნოზი 12-ვე ნიშნისთვის
ყველა შეყვარებულ და დაოჯახებულ ადამიანს ხარის წელი ბედნიერებასა და ურთიერთგაგებას ჰპირდება თავის
”თქვე მათხოვარო ღარიბებო ვინ გამოგიშვამ ახალწლებზე სახლიდან, დროზე გაეთრიეთ ჩემი ეზოდად…” – ასე ეჩხუბა მეზობელი ჩემს პატარა შვილებს…
სოფლის ბოლოში, ტყის განაპირას, პატარა ხის მორებზე შემდგარი სახლი დგას. სახლს აივანზე ასასვლელად სამ
ამის წაკითხვის შემდეგ ყოველ დილით დალევთ რეჰანის ჩაის. იხილეთ რეცეპტი..
რეჰანი მდიდარია სპეციალური ორგანული ნივთიერებებით, რომლებიც უჯრედებში ქრომოსომების სტრუქტურას
რატომ ჩნდება ფეხის სუნი და როგორ მოვიშოროთ
უსიამოვნო ფეხის სუნი დისკომფორტს იწვევს. ეს მხოლოდ ესთეტიკური პრობლემა არაა. უსიამოვნო ფეხის სუნი
კომენტარები
საავტორო უფლებები დაცულია !