მცენარე, რომელსაც ბედნიერება მოაქვს - როგორ გავახაროთ და როგორ მოვუაროთ

მცენარე, რომელსაც ბედნიერება მოაქვს - როგორ გავახაროთ და როგორ მოვუაროთ
loading...


ოქ­სა­ლი­სი (მჟა­ვე­ლა, კის­ლი­ცა) მჟა­უ­ნა­სებრთა ოჯა­ხის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ბა­ლა­ხო­ვა­ნი მცე­ნა­რეა, რო­მელ­საც აქ­ტი­უ­რად იყე­ნე­ბენ დე­კო­რა­ტი­ულ მემ­ცე­ნა­რე­ო­ბა­ში. ევ­რო­პა­ში ოქ­სა­ლისს „ბედ­ნი­ე­რე­ბის სამ­ყუ­რა­საც“ ეძა­ხი­ან, ზო­გან - სიყ­ვა­რუ­ლის ყვა­ვილს, და არა­ერთ ქვე­ყა­ნა­ში მისი ჩუ­ქე­ბა სა­ა­ხალ­წლო ტრა­დი­ცი­ა­დაა ქცე­უ­ლი.არ­სე­ბობს ოქ­სა­ლი­სის რო­გორც ერ­თწლო­ვა­ნი, ისე მრა­ვალ­წლო­ვა­ნი სა­ხე­ო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც აქ­ტი­უ­რად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა რო­გორც ღია გრუნ­ტში და­სარ­გა­ვად, ისე სა­ო­თა­ხო მემ­ცე­ნა­რე­ო­ბა­ში. ოქ­სა­ლისს მი­ნი­ა­ტუ­რუ­ლი ზო­მის, სამ ან ოთხფო­თო­ლა­კი­ა­ნი ფოთ­ლე­ბი აქვს (ზოგ­ჯერ გვხვდე­ბა 5-6, ან 9-ფო­თო­ლა­კი­ა­ნი სა­ხე­ო­ბე­ბიც), რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა იყოს მწვა­ნე, წი­თე­ლი ან ია­სამ­ნის­ფე­რი, ყვა­ვი­ლე­ბის შე­ფე­რი­ლო­ბა კი სადა თეთ­რი­დან, ყვი­თელ და ვარ­დის­ფერ ფე­რამ­დე მერ­ყე­ობ­დეს.
 
ოქსალისს ერთი უცნაური თვისება  აქვს - როცა დაღამდება ან მოიღრუბლება, ფოთლები ქოლგასავით ეკეცება, ხოლო ამინდის გამოსვლისთანავე იშლება და მზეს გაშლილ ფოთლებს აგებებს.
loading...

ევროპაში ოქსალისს „ბედნიერების სამყურას“ უწოდებენ - მიიჩნევენ, რომ ამ მცენარეს ადამიანისთვის ბედნიერების მოტანა შეუძლია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას წელიწადის ბოლო დღეს აჩუქებენ. ამიტომ, ბევრ ქვეყანაში ოქსალისის ჩუქება საახალწლო ტრადიციად იქცა.
განათება და ტემპერატურა
ოქსალისს კარგად განათებული ადგილი მოსწონს, თუმცა ნახევრად ჩრდილსაც მშვენივრად იტანს.
განსაკუთრებულ ზიანს ცივ ოთახში ყოფნა და ორპირი ქარი აყენებს, ამიტომ სასურველია, ოთახში ზამთარ-ზაფხულ ზომიერი სითბო (18-20 გრადუსი) იყოს. ზაფხულობით კარგი იქნება, მცენარე სუფთა ჰაერზე გაიტანოთ, ან თუ ამის საშუალება გაქვთ, შემოდგომამდე ღია გრუნტში გადაიტანოთ.

მორწყვა
ოქსალისი ზომიერად უნდა მორწყათ - ისე, რომ ქოთანში წყალი არ ჩაუდგეს.
შემოდგომაზე მორწყვა ნელ-ნელა უნდა შეუმციროთ, ზამთარში კი იმდენად მცირედი წყლით უნდა მორწყათ, რომ მიწა არა სველი, არამედ ოდნავ ტენიანი ჰქონდეს.
ნიადაგი და გადარგვა
ოქსალისი ნიადაგის მიმართ მომთხოვნი არ არის და თავს ღარიბ ნიადაგშიც კარგად გრძნობს, მაგრამ თუ ნოყიერ ნიადაგში გამოზრდით, ფოთლები გაცილებით დიდი და ხასხასა ექნება. ამიტომ კარგი იქნება, ოქსალისის ნიადაგი თანაბარი რაოდენობის კორდის მიწისგან, ნეშომპალასგან, ტორფისგან და ქვიშისგან მოამზადოთ. 

მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს
loading...
მსგავსი სიახლეები
"11:00-დან 20:00 საათამდე ფანჯრები დახურული უნდა იყოს" - რით ემუქრება სითბური ტალღები ჩვენი და ჩვენი შვილების ჯანმრთელობას
ზაფხული თავისი ცხელი დღეებით მხოლოდ შემაწუხებელი და უსიამოვნო როდია. ზედმეტად ცხელ დღეებს სითბური
"გაუგებრობას ჰქონდა ადგილი... ეს საქმიანობა დავტოვე" - რა ბიზნესს ფლობს "თენგო მაზიაშვილი" რეალურ ცხოვრებაში?
"მირჩევნია, დროულად შევეშვა, ვიდრე ვთქვა, - გავაკეთებ-მეთქი და ვერ გავაკეთო..." სერიალ "ჩემი ცოლის
მჯდომარე ანასტასიას წითელი ვაშლები ავადმყოფებს კურნავს – სასწაულები, რომლებიც ნაძალადევში ხდება
გასულ საუკუნეში თბილისში, ნაძალადევში, ხიმშიაშვილის ქუჩის ერთ ეზოში, ხალხი უამრავი სასწაულის
"19 წლის ასაკში დავორსულდი... "შემომექმარშვილა"... უდიდეს კომპრომისებზე წავსულვარ სიყვარულისთვის"
"ქალები საქართველოდან" ფარგლებში გამოქვეყნდა 31 წლის ანა სუბელიანის ისტორია, რომელსაც უცვლელად
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც 2021 წელს სიყვარულში დიდი გამართლება ელით - სასიყვარულო ასტროპროგნოზი 12-ვე ნიშნისთვის
ყველა შეყვარებულ და დაოჯახებულ ადამიანს ხარის წელი ბედნიერებასა და ურთიერთგაგებას ჰპირდება თავის
კომენტარები
საავტორო უფლებები დაცულია !