რატომ არ შეიძლება გასარეცხი ჭურჭლის ღამით დატოვება? რჩევები დიასახლისებს

რატომ არ შეიძლება გასარეცხი ჭურჭლის ღამით დატოვება? რჩევები დიასახლისებს
loading...

ჭურჭელს უამრავი თქმულება და ტრადიცია უკავშირდება, რომელთაგან ზოგი შესაძლოა, არცთუ უსაფუძვლოა...

ეზოთერიკა (უძველესი ფილოსოფიური სწავლება, რომელიც უფრო ღრმად განიხილავს სამყაროს, ვიდრე ფილოსოფია და დამყარებულია სამყაროს მოწყობის პრონციპებზე) ჭუჭყიანი ჭურჭლის რეცხვას უკავშირებს ადამიანის აზროვნების განწმენდას ეგოიზმისა და ანგარებისგან.

ჩვენს წინაპრებს კი სწამდათ, რომ თეფშებისა და ჭიქების რეცხვა ოჯახში ბარაქას იზიდავს, ხოლო ონკანის ნიჟარაში დატოვებული ჭუჭყიანი ჭურჭელი ღია კარია, საიდანაც ფინანსური კეთილდღეობა გადის.
ნებისმიერ ოჯახს საკუთარი, განსაკუთრებული ენერგეტიკა აქვს, რომელსაც ოჯახის მუდმივი წევრების ენერგეტიკა ქმნის.
საკვების მიღება ადამიანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროცესია, ჭურჭელი კი - ამ პროცესის განუყოფელი ნაწილი, ამიტომ შესაძლოა, „ძველების“ მინიშნებები არცთუ უსაფუძვლო იყოს...

loading...

ბუნებრივია, ადამიანები ერთმანეთთან სტუმრად დადიან. ზოგჯერ, უბრალოდ, ყავის დასალევად, ზოგჯერ კი ხმაურიან წვეულებებზე, გულუხვად გაშლილი სუფრით.
რა თქმა უნდა, ასეთი წვეულების შემდეგ სამზარეულო ჭუჭყიანი ჭურჭლით ივსება.
ზოგჯერ, ძალიან გვინდა, რომ ვინმე დაგვეხმაროს, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, თურმე უმჯობესია, თავად გავისარჯოთ და ჭურჭლის რეცხვაში უცხო არ დავიხმაროთ. რატომ? იმიტომ, რომ სახლის ენერგეტიკული ბალანსი დავიცვათ - მჭიდრო კავშირი, რომელიც ჭურჭელსა და იმ ადამიანებს შორისაა, რომლებიც მას ყოველდღიურად მოიხმარენ, უცხოთა ჩარევას ვერ იტანს.

ვიღაცას ასეთი წარმოდგენების სჯერა, ვიღაცისთვის კი - მხოლოდ ცრურწმენებია, თუმცა ამის გამო კამათი არ ღირს.
უბრალოდ, გახსოვდეთ, ოჯახში ყველაფერი კარგად რომ იყოს, სამზარეულოს სისუფთავეზე დამოუკიდებლად უნდა იზრუნოთ. პრინციპში, ეს არა მხოლოდ ცრურწმენების, არამედ ჰიგიენის საკითხიცაა. 

მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს
loading...
მსგავსი სიახლეები
დაწერე შენი დაბადების რიცხვი და გაიგე როგორი ბედისწერა გაქვს დაბადებიდან – მიხეილ ცაგარელის უტყუარი წინასწარმეტყველება
კონკრეტულ რიცხვში დაბადებულ ადამიანს ამ თარიღთან ასოცირებული ბედი და შესაძლებლობები დაჰყვება თან.
“წლებია, ქმრისა და მისი საყვარლის მიმოწერას ვკითხულობ, იქნებ მირჩიოთ რამე, გთხოვთ მეტი აღარ შემძლია, უკვე თავის მოკვლაზეც ვფიქრობ…”
ალბათ ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ჩვენს გვერდით ასეთი ამბებიც ხდება. ეს წერილი ერთ-ერთმა მკითხველმა
"ვოცნებობ, არც ერთმა დედამ არ გამოსცადოს ის ტკივილი, მონატრება, რომელიც შვილების გარეშე ცხოვრებას მოაქვს"
"ნურავინ გაბედავს ემიგრანტის სახელის ურიგოდ ხსენებას, სანამ ცუდს იტყოდნენ, კარგად მიმოიხედონ
დაწერე შენი დაბადების რიცხვი და გაიგე როგორი ბედისწერა გაქვს დაბადებიდან – მიხეილ ცაგარელის უტყუარი წინასწარმეტყველება
კონკრეტულ რიცხვში დაბადებულ ადამიანს ამ თარიღთან ასოცირებული ბედი და შესაძლებლობები დაჰყვება თან.
ხვალ 28 აგვისტოს ჯადოსნური ღამეა რომელ ზოდიაქოს ნიშნებს გაუმართლებთ მარიამობის ღამეს, მიხეილ ცაგარელი
28 აგვისტო ძალიან მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენის მომსწრე ვხდებით. ველოდებით სავსემთვარეობა
კომენტარები
საავტორო უფლებები დაცულია !