11 რამ, რაც არ უნდა გააკეთოთ, თუ ჯვარს ატარებთ.

11 რამ, რაც არ უნდა გააკეთოთ, თუ ჯვარს ატარებთ.
loading...

ჯვარი ქრისტიანული რწმენის სიმბოლოა. ადამიანების უმეტესობა მას, როგორც აქსესუარს, ისე აღიქვამს. მაგრამ ჯვარი წმინდა ნივთია, რომლის მიმართაც დიდი ყურადღება გმართებთ.
ვივიენი გეტყვით, თუ რა არ უნდა გააკეთოთ, როდესაც ჯვარს ატარებთ:

1. ძვირადღირებული ან ძალიან მასიური ჯვარი
თუ აპირებთ ჯვრის მუდმივად ტარებას, უმჯობესია არ შეიძინოთ ძვირადღირებული და ძვირფასი თვლებით გაფორმებული ჯვარი. ის თქვენი პერსონალური ამულეტია, რომელიც არ უნდა იყოს აშკარა და არ უნდა მიიქციოს ზედმეტი ყურადღება.
ჯვარი არ არის აქსესუარი, რომლითაც უნდა ამაყობდეთ და ყველას აჩვენებდეთ. სასურველია, ის იყოს პატარა ზომის, რომელიც მუდმივად სატარებლადაც კომფორტული იქნება.

2. ყოველგვარი საჭიროებების გარეშე
ნათლობის დროს ბავშვს ჯვარი კისერზე უნდა გაუკეთოთ. ეს სავსებით საკმარისია. ის უნდა იყოს უბრალო, მთავარია, თუ რა მნიშვნელობას ატარებს.
თუ ჯვარი დაკარგეთ ან დააზიანეთ, შეგიძლიათ შეცვალოთ, მაგრამ ეს უნდა გაკეთდეს ეკლესიაში.

3. ჯვრის კურთხევა საკუთარი ძალებით
ჯვარი სპეციალური ცერემონიის დროს აკურთხეთ. ამ დროს ჯვარი იღებს განსაკუთრებულ მნიშვნელობასა და უზარმაზარ ძალას, ხდება თილისმა, რომელიც უბედურებისგან და უიღბლობისგან დაგიცავთ.
ნუ აკურთებთ მას თქვენ თვითონ მაშინაც კი, თუ ყველა საჭირო ლოცვა იცით. ეს მხოლოდ მღვდელმსახურმა უნდა გააკეთოს.

4. ჯვრის ტანსაცმლის ზემოდან ტარება
ჯვარი სხეულთან რაც შეიძლება ახლოს უნდა იყოს. ის რწმენის სიმბოლოა და არა აქსესუარი. ჩვენი წინაპრები, სპეციალურად, ისეთ ტანსაცმელს ატარებდნენ, რომელიც ჯვარს დამალავდა.
ტანსაცმლის ზემოდან გაკეთებული ჯვარი ცუდი ტონია. ამით ცდილობენ თავიანთ რელიგიაზე ყურადღება გაამახვილონ. თუმცა ტრაბახი და ნარცისიზმი საშინელი ცოდვებია.
loading...

5. ჯვრის უმიზეზოდ მოხსნა
ჯვარი თილისმაა, ის თავის ძალას კარგავს, როდესაც ადამიანის სხეულთან კონტაქტი აღარ აქვს. არ არის კარგი ჯვრის უმიზეზოდ მოხსნა. ხელახლა გაკეთების დროს, აუცილებლად ილოცეთ.
ჩვენი წინაპრები, აბაზანის მიღებისასაც კი ცდილობდნენ ჯვარი არ მოეხსნათ. ისინი სპეციალურად ისეთ ჯვარს ატარებდნენ, რომელსაც ცხელი წყალი არ აზიანებდა.

6. ჯვრის ჯაჭვით ტარება
მღვდელები უმიზეზოთ არ კრძალავენ ჯვრის ჯაჭვით ტარებას. თუმცა, რიტუალების დროს, მათი ჯვარი უმეტესათ ჯაჭვზეა ჩამოკდებული.
ოქრო, ვერცხლი ან სპილენძი სიამაყის და ტრაბახის გამოვლინებაა, რაც ცოდვაა.

7. ჯვართან ერთად სხვა ყელსაბამის ტარება
კისერზე ჯვრის გარდა არაფერი არ უნდა გაიკეთოთ. მიუღებელია სხვადასხვა ამულეტების ან ზოდიაქოს სიმბოლოების ტარება ჯვართან ერთად. ეს ყველაფერი ქრისტიანულ ეკლესიაში აკრძალულია.
ჯვარი მხოლოდ კისერზე ჩამოკიდული უნდა იყოს. არ შეიძლება მისი საყურედ, სამაჯურად ან სხვა აქსესუარად გამოყენება.

8. დაზიანებული ჯვრის გადაგდება
ჯვარს ნაგავში ვერ გადააგდებთ, მაშინაც კი, თუ დაზიანებულია. ის წმინდა ნივთია და არ უნდა მოხვდეს ნაგავსაყრელზე.
თუ დაზიანება უმნიშვნელოა, თავად შეაკეთეთ, თუ მისი შეკეთება შეუძლებელია, წაიღეთ ეკლესიაში და ახლით შეცვალეთ.

9. სხვა ადამიანის ჯვრის ტარება
თუ ჯვარი ახლობელმა ადამიანმა გაჩუქათ, არ ინერვიულოთ. ეკლესია არ კრძალავს ჯვრის ჩუქებას განსაკუთრებით მათთვის, ვისაც არასოდეს უტარებია.
მაგრამ ნუ გაიკეთებთ ქუჩაში ნაპოვნ ჯვარს. არ იცით, ის ვის ეკუთვნოდა. უმჯობესია არც კი შეეხოთ.

10. ისეთი ჯვრის ტარება, სადაც არაა გამოსახული ჯვარცმა
ზოგიერთი ადამიანი მიიჩნევს, რომ ჯვარზე არ უნდა იყოს გამოსახული ჯვარცმა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს მის მფლობელს უბედურებას მოუტანს და მის სიცოცხლეს გაუსაძლისს გახდის.
თუმცა, ეს შიში უსაფუძვლოა. ჯვარცმა მსხვერპლის სიმბოლოა, რომელიც იესო ქრისტემ კაცობრიობის ხსნისთვის გაიღო. ამაში ცუდი არაფერია.

11. ისეთი ჯვრის ტარება, რომელიც ნაკურთხი არაა
ეკლესია ასეთი ჯვრის ტარებას არ კრძალავს. ჯვარს ნებისმიერ შემთხვევაში, შეუძლია ბოროტი ძალებისგან დაგიცვათ.
თუმცა, ჯვარი, რომელიც ნაკურთხი არაა, მხოლოდ აქსესუარია, მეტი არაფერი. აქედან გამომდინარე, უმჯობესია, ჯვარი აკურთხოთ.
თქვენ თუ იცავთ ამ წესებს?

მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს
loading...
მსგავსი სიახლეები
ხვალ 28 აგვისტოს ჯადოსნური ღამეა რომელ ზოდიაქოს ნიშნებს გაუმართლებთ მარიამობის ღამეს, მიხეილ ცაგარელი
28 აგვისტო ძალიან მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენის მომსწრე ვხდებით. ველოდებით სავსემთვარეობა
როგორ გავთავისუფლდეთ ზედმეტი სითხისგან ორგანიზმში: 6 ეფექტური რჩევა შესიებებთან ბრძოლისთვის
აადამიანის ორგანიზმი 60-70% წყლისგან შედგება. თითქმის 2/3 ამ წყლისა მოთავსებულია ქსოვილებს შორის,
9 მიზეზი სასწრაფო რეაგირებისთვის! ეს ნიშნები მიუთითებს ვიტამინების აშკარა უკმარისობაზე!
ბევრი მიიჩნევს, რომ მშრალი კანი, მტვრევადი ფრჩხილები და ნაადრევი ჭაღარა აუცილებლად ცუდი გენეტიკის,
რად გარდაიქმნება კონსერვებში მოხვედრილი ასპირინი და ვისთვისაა საშიში ასეთი კონსერვი - ფარმაცევტ ნანა ხურციძის პასუხი
იყენებთ ასპირინს ტყემლისა თუ კომპოტების მომზადებისას? ყოველ შემთხვევაში, ძალიან ბევრ ოჯახში
კომენტარები
საავტორო უფლებები დაცულია !