ამ პროცედურას უკვე მეორე წელია ვიტარებ და ძალიან კმაყოფილი ვარ შედეგებით: სუფთა და ბზინვარე სახის საიდუმლო - პომიდვრის პილინგი სახლის პირობებში!

ამ პროცედურას უკვე მეორე წელია ვიტარებ და ძალიან კმაყოფილი ვარ შედეგებით: სუფთა და ბზინვარე სახის საიდუმლო - პომიდვრის პილინგი სახლის პირობებში!
loading...


გაზაფხული - კოსმეტოლოგიური პროცედურების დრო. განსაკუთრებით ისეთების, როგორიცაა, პილინგი, ვინაიდან, მზე ჯერ კიდევ არ არის ისეთი აქტიური და ვერ მოგვაყენებს დიდ ზიანს. სილამაზის სალონებში პილინგი სულაც არ არის იაფი, იმის გათვალისწინებით კი, რომ პილინგი უნდა ჩაიტაროთ არა ერთხელ ან ორჯერ, სილამაზე საკმაოდ მრგვალ თანხებს მოითხოვს.

მე გთავაზობთ ალტერნატივას - მსუბუქ ტომატ ლოსიონ-პილინგს, რომელიც თეთრები დაგიჯდებათ. სხვათა შორის, ამ პროცედურას უკვე მეორე წელია ვიტარებ და ძალიან კმაყოფილი ვარ შედეგებით.

ამ ლოსიონის დახმარებით შესაძლებელია აღმოფხვრათ ფორების გაფართოება, აკნეს ლაქები, სახის ელფერის გაერთგვაროვნება, ნაკლებად შესამჩნევი ხდება პიგმენტური ლაქები და შესაძლებელია მცირე ნაოჭების ალაგებაც კი.

კურსი გათვლილია 2 კვირაზე. ამ შესანიშნავი საშუალების მოსამზადებლად ჩვენ დაგვჭირდება მხოლოდ 3 ინგრედიენტი:

  • 1 დიდი მწიფე პომიდორი
  • 1 დიდი ოხრახუში
  • 2-3 ს.კ. რძე
loading...

გარეცხეთ პომიდორი და ოხრახუში და დაამუშავეთ ბლებნდერში. თუ ბლენდერი არ გაქვთ, გახეხეთ პომიდორი, მწვანილი კი ძალიან წვრილად დაჭერით.

ასეთ მასას ვწურავთ საწურის დახმარებით. მიღებულ წვენში ვამატებთ რძეს საკმაოდ თხევად კონსისტენციამდე - დაახლოებით 2-3 ს.კ. მიღებული სითხე სასურველია კიდევ ერთხელ გადაწუროთ ბინტის დახმარებით.

ლოსიონს ვინახავთ მაცივარში სტერილურ ჭურჭელში 1 კვირამდე. შემდეგ ვამზადებთ ახალ ულუფას. გამოიყენეთ ლოსიონი 2ჯერ დღეში, დილით და საღამოს ვისუფთავებთ სახეს ჩვეულებრივი მეთოდით და ვიწმენდთ ლოსიონით დასველებული ბამბის დისკით. არ ჩამოვიბანთ! ნუ იდარდებთ - არავითარი უსიამოვნო კვალი არ დარჩება. მას შემდეგ, რაც ლოსიონი შეიწოვება, შესაძლებელია დაიტანოთ საყვარელი კრემი.

მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს
loading...
მსგავსი სიახლეები
სახის კანის დაჭიმვა სახლის პირობებში, მარტივად - 7 ნიღბის რეცეპტი
სახის კანის დაჭიმვა სახლის პირობებში, მარტივად - 7 ნიღბის რეცეპტი ასაკის მატებასთან ერთად სხეულის
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც 2021 წელს სიყვარულში დიდი გამართლება ელით - სასიყვარულო ასტროპროგნოზი 12-ვე ნიშნისთვის
ყველა შეყვარებულ და დაოჯახებულ ადამიანს ხარის წელი ბედნიერებასა და ურთიერთგაგებას ჰპირდება თავის
ეს ნიღაბი სილამაზის სალონებში უდიდესი მოთხოვნით სარგებლობს, და ცოტა თუ ხვდება, რამდენად მარტივი და იაფია მისი შემადგენლობა
სილამაზის სალონები არც თუ ისე იშვიათად იყენებენ გამოცდილ ხალხურ მეთოდებს, მაგრამ რეცეპტებს არ
აირჩიეთ მზე და გაიგეთ, თუ რას გიამბობთ ის თქვენი პიროვნების ძირითად თვისებებზე , ჯერ დაწერეთ და შემდეგ ნახეთ
დასაწყისიდანვე მზე კაცობრიობას აოცებდა: უზარმაზარი ვარსკვლავი მრავალი ცივილიზაციის რელიგიური და
სახის კანის დაჭიმვა სახლის პირობებში, მარტივად - 7 ნიღბის რეცეპტი
სახის კანის დაჭიმვა სახლის პირობებში, მარტივად - 7 ნიღბის რეცეპტი
კომენტარები
საავტორო უფლებები დაცულია !