5 რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ იერსახე ყოველგვარი კოსმეტიკის გარეშე!

5 რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ იერსახე ყოველგვარი კოსმეტიკის გარეშე!
loading...

ცდებით, თუ თქვენ ფიქრობთ, რომ მხოლოდ კოსმეტიკას შეუძლია გააუმჯობესოს თქვენი სახის იერსახე. არსებობს 6 ჩვევა, რომლებიც საშუალებას მოგცემთ გამოიყურებოდეთ კარგად კოსმეტიკური საშუალებების გარეშე. 

1. წარბის კორექცია

მოწერიგებულ წარბებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. თუ თმები "მოშვებულად" გეზრდებათ, არავითარი კოსმეტიკა არ დაგეხმარებათ. წარბის ფორმა ხშირად უნდა შეასწოროთ.  იგი არ უნდა იყოს წვრილი ან ზედმეტად ფართე, აირჩიეთ ის ფორმა, რომელიც თქვენ გიხდებათ.

2. კარგი ძილი


აქ ყველაფერი მარტივია  - გამოიძინეთ! არაფერი ისე ნეგატიურად არ აისახება სახეზე, როგორც გამოუძინებლობა. ვერც კრემი, ვერც ჩრდილები, ვერც ტუში ვერ დაფარავს თვალების სიწითლეს, სილურჯეებს და შესიებას.
loading...

3. მოვლილი პირის ღრუ


რეგულარულად ეწვიეთ სტომატოლოგს, იმკურნალეთ კბილებზე, გაიკეთეთ წმენდა. მაგრამ არა ფაიფურის ბზინვარებით, უბრალოდ მოიცილეთ ულამაზო ნადები. და, რაღა თქმა უნდა, არ დაგავიწყდეთ დილით და ღამით კბილების წმენდა, გამოიყენეთ პირში სავლები გელი.

4. ვარცხნილობა


აუცილებელია თმების რეგულარული მოვლა. შეარჩიეთ დასაბანი და მოვლის საშუალებები თქვენი თმის ტიპისთვის. ლამაზი ვარცხნილობა და სწორი დავარცხნა - წარმატებული იმიჯის ნახევარია. არ დაგავიწყდეთ ვარცხნილობის დროული შესწორება. შეღებვაც რეგულარული უნდა იყოს, არ უნდა დაუშვათ ძირების შესამჩნევი ზრდა. თმის სწორი ფერი და შესაფერისი ვარცხნილობა მშვენივრად აახლებს იერსახეს ყოველგვარი კოსმეტიკის გარეშე.

5. რბილი, ერთგვაროვანი ზედაპირის ტუჩები

ეს ბევრ ქალს ავიწყდება. დახეთქილი ტუჩები, ზედმეტი სიმშრალე პომადებით მხოლოდ უფრო იკვეთება. ამიტომაც რეგულარულად დაისკრაბეთ ტუჩები, დაიტანეთ ბალზამი.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, იყოთ დარწმუნებულნი საკუთარ თავში და მოერიდოთ სტრესს!

მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს
loading...
მსგავსი სიახლეები
"მისმა მშობლებმა ჭორები ააგორეს, თითქოს ჯადოს ვუკეთებდი, ძალით შევაყვარე თავი..."
ზოგიერთი ადამიანისთვის მეორე ნახევრის მოძებნა ცხოვრებაში სულაც არ წარმოადგენს პრობლემას, ზოგს კი
საძულველი ულვაშების მოშორება ხუთ წუთში! გამოსავალი ნაპოვნია!
სხეულზე არასასურველი თმისგან თავის დაღწევა შესაძლებელია!მრავალი ქალი მუდმივად ეძებს სხეულზე
რა უნდა იცოდეთ, როცა სარძევე კბილი შავდება ან ფუჭდება და როდესაც ბავშვი კბილებს იცვლის
უნდა მიაქციოთ თუ არა ყურადღება სარძევე კბილებს, რა შემთხვევაში უნდა მიმართოთ სტომატოლოგს და რა
ეს უკვე ყველასათვის ცნობილი უნდა იყოს: კიბოს ყველაზე გავრცელებული 5 სიმპტომი - თქვენ ეს უნდა იცოდეთ
1. ძუძუს კიბო ძუძუს კიბოს  ძირითადი სიმპტომი არის კვანძი მკერდის ქსოვილზე და დვრილიდან გამონადენი.
სახის კანის დაჭიმვა სახლის პირობებში, მარტივად - 7 ნიღბის რეცეპტი
სახის კანის დაჭიმვა სახლის პირობებში, მარტივად - 7 ნიღბის რეცეპტი
კომენტარები
საავტორო უფლებები დაცულია !