ეს ნიღაბი სილამაზის სალონებში უდიდესი მოთხოვნით სარგებლობს, და ცოტა თუ ხვდება, რამდენად მარტივი და იაფია მისი შემადგენლობა

loading...
სილამაზის სალონები არც თუ ისე იშვიათად იყენებენ გამოცდილ ხალხურ მეთოდებს, მაგრამ რეცეპტებს არ ამხელენ. პროცედურის სახლში გამეორება კი ყველა ქალს შეუძლია!
არაერთხელ გამოვცადე საკუთარ თავზე, მეგობრებზე, ნათესავებზე, ეს ნიღაბი მართლაც შეესაბამება ყველა მოლოდინს! რთულია იმის თქმა, რა არის მასში ძირითადი. სილამაზის სალონებში ტრადიციულად მიიჩნევენ, რომ ჟელატინი. მე ვფიქრობ, გლიცერინი, ჩემი ქალიშვილი კი დრწმუნებულია, რომ თაფლი. მოკლედ, იხილეთ შემადგენლობა:
ინგრედიენტები:
- ჟელატინი - 1ჩ.კ.
- თაფლი -3 ს.კ.
- გლიცერინი - 100 მლ.
- აცეტილსალიცილის მჟავა (ასპირინი) - დანის წვერზე
- მინერალური წყალი გაზის გარეშე - 100 მლ.
loading...
რა უნდა მოვიმოქმედოთ:
ჟელატინს დაასხით ოთახის ტემპერატურის მინერალური წყალი და დატოვეთ ნახევარი საათი.შემდეგ ჟელატინი და სხვა დანარჩენი პროდუქტები (ასპირინი წინასწარ უნდა დაფხვნათ) მოათავსეთ მინის ჭურჭელში, მოათავსეთ იგი ცხელ წყალში და მოურიეთ მასას ხის კოვზით მანამ, სანამ ნარევი ერთგვაროვანი გახდება. ამოიღეთ ცხელი წყლიდან და გააგრილეთ შეუწყვეტელი მორევით (სასურველია ათქვეფაც კი, რათა გამოვიდეს მოცულობითი მასა). მიღებული მასა ჩვეულებრივ 1 თვეა საკმარისი. ის კარგად ინახება მაცივარში (კარში).
მე გავბედე ამ შემადგენლობაში კიდევ ერთი კომპონენტის დამატება. ვფიქრობ, რადგან იგი ძილის წინ უნდა წავისვათ, რატომ არ უნდა დავამატოთ მასში ჩემი საყვარელი ლავანდის ზეთის წვეთი? ნიღაბთან ერთად ამ სახით მე არომათერაპიასაც ვიღებ. ვფიქრობ, თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ წვეთი რომელიმე თქვენი საყვარელი ეთერზეთი.
როგორ გამოვიყენოთ:
გამოყენებამდე გაახურეთ საჭირო რაოდენობის ნარევი ხელში ან წყლის აბაზანაზე. წაისვით საღამოს დაძინებამდე ნახევარი-2 საათით ადრე სახისა და გულმკერდის სუფთა კანზე, დაიტოვეთ 15-20 წუთი. არ არის აუცილებელი ამ ნიღბის ჩამობანვა, შესაძლებელია ნარჩენების მოხსნა ხელსახოცით. მაგრამ ჩემთვის უფრო კომფორტულია ჩამობანვა თბილი წყლით და არა ღამის კრემის წასმა, არამედ მსუბუქი დამატენიანებელი კრემ-გელისა.
მე ამ ნიღაბს კვირაში ორჯერ ვიკეთებ. ეფექტი განსაკუთრებით შესამჩნევი იყო პირველი მიღებიდან.
სწორედ ჟელატინი, კოსმეტოლოგების აზრით, განაპირობებს კანის ცილოვან და ამინომჟავურ ცვლილებას, შეამჩნევად ჭიმავს მას, ათეთრებს და დადებითად მოქმედებს საერთოდ. თაფლი, გლიცერინი და ასპირინი შესანიშნავად ავსებს ჟელატინის დადებით თვისებებს. ასე რომ, ძვირფასო ქალებო, არ დახარჯოთ ფული სალონებში, აკეთეთ სილამაზე თავად.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს
loading...