სახის კანის დაჭიმვა სახლის პირობებში, მარტივად - 7 ნიღბის რეცეპტი

სახის კანის დაჭიმვა სახლის პირობებში, მარტივად - 7 ნიღბის რეცეპტი
loading...

სახის კანის დაჭიმვა სახლის პირობებში, მარტივად - 7 ნიღბის რეცეპტი
loading...

ასაკის მატებასთან ერთად სხეულის და სახის კანის ცვლილებები გარდაუვალია, თუმცა დაბერების პროცესის შენელება ნამდვილად არ არის ცუდი იდეა, რასაც ყველა ქალბატონი ემხრობა. ამბობენ, რომ ნებისმიერ ასაკში საკუთარი თავის მიღება უნდა შეგეძლოს ისეთად, როგორიც ხარ. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხელები უნდა ჩამოუშვა და არ მიხედო თავს.

ჩვენ რეკომენდაციას ვუწევთ სახის მასაჟებს Е ვიტამინის მეშვეობით, რომელიც სახლის პირობებშიც მარტივი პროცედურაა.

„მარაოს“ დღევანდელ სტატიაში გაგიზიარებთ გამოცდილ ნიღბებს, რომლებიც სახის კანის დაჭიმვაში დაგეხმარებათ. ამასთანავე, არ არის საზიანო და 
დაზოგავთ სალონში ვიზიტის თანხებს.

7 ნიღაბი სახის კანის გასამკვრივებლად

არაჟნის ნიღაბი
სახლის პირობებში ამ ნიღბის დასამზადებლად აიღეთ ცხიმიანი არაჟანი, ერთი სუფრის კოვზი რძის პროდუქტი, ჩაის კოვზ ლიმონის წვენს შეურიეთ, დაიტანეთ სახეზე ნახევარი საათით. შემდეგ პროცედურაზე დაამატეთ რამდენიმე წვეთი ფორთოხლის ან ლავანდის ეთერზეთი.

შვრიის ნიღაბი
ეპიდერმალური შრის გასამყარებლად 100 მილიგრამ მდუღარე წყალში რამდენიმე სუფრის კოვზი შვრია ჩაყარეთ, დაუმატეთ ათქვეფილი კვერცხის გული და თვალის ზომით შედარებით თხევადი თაფლი. დატოვეთ 20 წუთით, შემდეგ მიღებული მასა დაიტანეთ სახეზე ნახევარი საათით. სახე ჩამოიბანეთ რძის მეშვეობით.

კვერცხის გულის ნიღაბი
ჩვეულებრივი კვერცხის გული კანს სიმკვრივეს ანიჭებს და სახის ლიფტინგიც პირველივე გამოყენებიდან გარანტირებულია. 0.5 ჩაის კოვზ Е ვიტამინს დაუმატეთ კვერცხის გული და რამდენიმე წვეთი ფორთოხლის ან ლიმონის წვენი. დაიტანეთ მიღებული მასა სახეზე, კისერსა და დეკოლტეს მიდამოზე სახის მასაჟის ნელი მოძრაობით. როცა შეგაშრებათ, ჩამოიბანეთ თბილი წყლით და დაიტანეთ დამატენიანებელი საცხი.

შაქრის და კვერცხის გულის ნიღაბი
სწრაფი, გამაახალგაზრდავებელი ეფექტისთვის გამოიყენეთ შემდეგი ნიღაბი: ათქვიფეთ კვერცხის გული ჩაის კოვზ შაქართან ერთად. წრიული მოძრაობით დაიტანეთ სახეზე და დაიტოვეთ კანზე 7 წუთით. ჩამოიბანეთ თბილი წყლით და დაიტანეთ საცხი.

ბანანის ნიღაბი

ეს ნიღაბი იდეალურია სახის კანის გასამკვრივებლად სახლის პირობებში. რეკომენდებულია ყოველდღიური გამოყენებისთვის და ამასთანავე, კანს ავსებს საჭირო ინგრედიენტებით. ნახევარი მწიფე ბანანი ჩანგლის მეშვეობით დაჭყლიტეთ, დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი ათქვეფილი ნაღები, შეურიეთ ერთმანეთს ერთგვარი მასის მიღებამდე, დაუმატეთ Е ვიტამინის კაფსულა და დაიტანეთ 15 წუთით

თაფლის ნიღაბი
სახის კონტურის აღსადგენად და კანის დასატენიანებლად 2 სუფრის კოვზი თხევადი თაფლის, ათქვეფილი კვერცხის გულის და ნახევარი ავოკადოს ერთმანეთში შერევით მიიღებთ მასას, რომელიც უნდა დაიტანოთ სახეზე 20 წუთით. შემდეგ ჩამოიბანეთ. პირველივე გამოყენების შემდეგ კანი გახდება რბილი, პრიალა და ელასტიკური.

კარტოფილის სახამებლის ("კრახმალის") ნიღაბი
ამ სახამებლის სასარგებლო თვისებები ბებიების თაობიდან მოყოლებული ვიცით. მას ხშირად იყენებენ სახლის პირობებში კანის გასამკვრივებლად. ერთი სუფრის კოვზი სახამებელი 100 მილიგრამ ცივ წყალში გახსენით, დაუმატეთ 150 გრამი ადუღებული წყალი და მოურიეთ ბლანტი მასის მიღებამდე. დაუმატეთ სუფრის კოვზი არაჟანი და 5-ჯერ მეტი სტაფილოს წვენი. დაიტანეთ 20 წუთით, შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს
loading...
მსგავსი სიახლეები
რეჰანი გამონაყარის წინააღმდეგ და ნუშის პილინგი სახის კანისთვის (რეცეპტები)
ლამაზი აღნაგობის ძიებაში, მივეჩვიეთ ყველა სასარგებლო პროდუქტის ჭამას, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს,
ნიახურის დეტოქს-წვენი - ორგანიზმის სწრაფი და ეფექტური გამწმენდი საშუალება
ნიახური ის ბოსტნეულია, რომელიც მასში არსებული ვიტამინებიდან ორგანიზმის გაწმენდაზე საკმაოდ სწრაფად
ნიღაბი თვალის გარშემო არსებული კანისთვის – ახალგაზრდული, ელასტიური და უნაოჭო სახე გარანტირებულია.
ბევრი გოგონა საგულდაგულოდ უვლის სახის კანს რათა დიდი ხნით შეინარჩუნოს ახალგაზრდულობა და სილამაზე,
მართლა მრცხვენია, მაგრამ სხვა გზა არ დამრჩა​… ჩემი ძმა უდანაშაულოა – რას ამბობს შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის ძმა
პროკურატურა საკუთარ აბსურდულ ვერსიას ალბათ იმიტომ ამტკიცებს, რომ ტრაგედიის დღიდან, შეიქმნა
რად გარდაიქმნება კონსერვებში მოხვედრილი ასპირინი და ვისთვისაა საშიში ასეთი კონსერვი - ფარმაცევტ ნანა ხურციძის პასუხი
იყენებთ ასპირინს ტყემლისა თუ კომპოტების მომზადებისას? ყოველ შემთხვევაში, ძალიან ბევრ ოჯახში
კომენტარები
საავტორო უფლებები დაცულია !