ნიახურის დეტოქს-წვენი - ორგანიზმის სწრაფი და ეფექტური გამწმენდი საშუალება

ნიახურის დეტოქს-წვენი - ორგანიზმის სწრაფი და ეფექტური გამწმენდი საშუალება
loading...

ნიახური ის ბოსტნეულია, რომელიც მასში არსებული ვიტამინებიდან ორგანიზმის გაწმენდაზე საკმაოდ სწრაფად და ეფექტურად აისახება. მისი უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ მის გადასამუშავებლად ადამიანს უფრო მეტი დრო სჭირდება და შესაბამისად, მეტ ენერგიასაც ხარჯავს.
რით არის სასარგებლო ნიახური?

100 გრამ ნიახურზე მოდის მხოლოდ 16 კილოკალორია. ამასთანავე, მასში არსებული ვიტამინების კომპლექტი გვაძლევს მთელი დღის განმავლობაში მხნედ ყოფნის საშუალებას. დაბალი კალორიულობის მიღმა, ნიახური მაგნიუმისა და კალიუმის შემცველობის გამო საკმაოდ შარდმდენ ბოსტნეულად ითვლება.
ეს ბოსტნეული ხელს უწყობს თირკმლის ეფექტურად მუშაობას, აგრეთვე უწყობს 
ხელს ორგანიზმიდან მარილისა და შაქრის გამოდევნას. ეხმარება სისხლს ტოქსიკური ნივთიერებებისგან გაწმენდაში, A, E და C ვიტამინების მეშვეობით კი ეფექტურ ანტიოქსიდანტად ითვლება.
loading...

„მარაო“ გიზიარებთ 5 ეფექტურ დეტოქს-წვენს ამ უნიკალური ბოსტნეულის შემცველობით.

ნიახური, ჯანჯაფილი და სტაფილო
2 ღერი ნიახური და 4 ც საშუალო ზომის სტაფილო დააბლენდერეთ და 1 პატარა ნაჭერი გაფცქვნილი ჯანჯაფილი შეურიეთ. სურვილისამებრ დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი. მიღებული სასმელი მიირთვით საუზმემდე 30 წუთით ადრე და სადილის ნაცვლად.

ნიახური, სტაფილო და ვაშლი
აიღეთ 2 ღერი ნიახური, 2 ც ვაშლი და 2 ც სტაფილო. ეს ყველაფერი ერთად დააბლენდერეთ, დაუმატეთ ნახევარი ლიმონის წვენი და მწიკვი დარიჩინი. დალიეთ უზმოზე და საკვების მიღებამდე იმისათვის, რომ დიდი ხნით გაიქროთ შიმშილის შეგრძნება.

ნიახური და ფორთოხალი
2 ც ფორთოხალი და 2 ღერი ნიახური დააბლენდერეთ, სურვილისამებრ დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი, დალიეთ ერთი კვირის განმავლობაში 200 მილიგრამი უზმოზე, შემდეგ 7-დღიანი შესვენება გააკეთეთ და განაგრძეთ კვლავ ამ დეტოქს-წვენის მიღება.

ნიახური, ვაშლი, კიტრი და ოხრახუში
ნახევარი კონა ოხრახუში, 2 ღერი ნიახური 2 ც კიტრი და 2 ც ვაშლი დააბლენდერეთ. მიღებული მასა დაყავით ორ ნაწილად, დილისთვის და საღამოსთვის. რეგულარული მიღების შედეგად თირკმლის ფუნქციონირება უმჯობესდება, ორგანიზმიდან ზედმეტი წყალი გამოიდევნება და ხსნის ფეხებზე დაჭიმულობას.

ნიახური და ანანასი
3 ნაჭერი ანანასი და 3 ღერი ნიახური დააბლენდერეთ, დაუმატეთ მწიკვი დარიჩინი, მიირთვით სადილამდე ან ვახშმამდე 30 წუთით ადრე.

მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს
loading...
მსგავსი სიახლეები
რეჰანი გამონაყარის წინააღმდეგ და ნუშის პილინგი სახის კანისთვის (რეცეპტები)
ლამაზი აღნაგობის ძიებაში, მივეჩვიეთ ყველა სასარგებლო პროდუქტის ჭამას, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს,
6 სასმელი, რომლებიც წვავს ცხიმს, სანამ თქვენ გძინავთ
ოდესმე გიფიქრიათ, რომ შეგიძლიათ დაიკლოთ წონაში ძილის დროს? ეს ოცნება არ არის - რეალობაა! დალიეთ ეს
სახის კანის დაჭიმვა სახლის პირობებში, მარტივად - 7 ნიღბის რეცეპტი
სახის კანის დაჭიმვა სახლის პირობებში, მარტივად - 7 ნიღბის რეცეპტი
რატომ უნდა წაუსვათ თეფშს ნიორი? ხრიკი, რომელიც ყველას დაგავიწყდათ.
ყველა დიასახლისს თავისი კულინარიული ხრიკები აქვს. მათი მეშვეობით სამზარეულოში მუშაობა უფრო ადვილი
უგემრიელესი დიეტური სალათების რეცეპტები! დაიკელი წონაში და გაიწმინდე ორგანიზმი სიამოვნებით!
უგემრიელესი დიეტური სალათების რეცეპტები! დაიკელი წონაში და გაიწმინდე ორგანიზმი სიამოვნებით! ყველას
კომენტარები
საავტორო უფლებები დაცულია !