“ვერ აისრულა ოცნება, ოცნებობდა ქართული ოჯახი შეექმნა..” – ნახეთ ვინ არის ახალგაზრდა ქართველი ბიჭი, რომელიც უცხო მიწაზე ტრაგიკულად დაიღუპა

“ვერ აისრულა ოცნება, ოცნებობდა ქართული ოჯახი შეექმნა..” – ნახეთ ვინ არის ახალგაზრდა ქართველი ბიჭი, რომელიც უცხო მიწაზე ტრაგიკულად დაიღუპა
loading...


ესპანეთში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მისი მეგობარი ანა ინალიშვილი ყვება ”პრაიმტაიმთან”
„აქ ორ ოჯახს ერთი სახლი გვაქვს ნაქირავები. ძალიან დაბნეული ვარ, 29 წლის ქართველი გარდაგვეცვალა, დღეს მისი პანაშვიდი იყო. თორნიკე ლომაური სამუდამო განსასვენებელს კახეთში დაიდებს, ყვარლის რაიონიდან, სოფელი შილდიდან იყო… ახლა, ჩვენ ბარსელონას პროვინციაში, პატარა ქალაქ ბიგში ვართ და სული აქ დალია.
მე, ჩემი ქალიშვილი და მისი ოჯახი ერთად ვცხოვრობთ. ის 3 წლის წინ, მშობლებთან და ორ დასთან ერთად ჩამოვიდა, ყველა მუშაობდა, არაჩვეულებრივი ოჯახია… გასულ კვირას დაიღუპა, ექსპერტიზაზე გადაიყვანეს, ჯერ კიდევ თბილი იყო, სასწრაფო დახმარების ბრიგადა და პოლიცია რომ მოვიდა, მაგრამ ვერაფერი უშველეს. სიკვდილამდე,
loading...

წინა ღამე ვსაუბრობდით, ვხუმრობდით და დილას გარდაცვლილი დაგვხვდა.
ეს ბიჭი აქ, 2 წელი უმძიმეს სამუშაოზე, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, წითელ ჯვარში ქველმოქმედების მიზნით მუშაობდა. ის ძალიან კარგი და მორწმუნე ადამიანი იყო. სიცოცხლეში სამშობლოში ვერ გაიცნეს და მინდა, ახლა მაინც იცოდნენ, რომ ესპანეთში კარგი ქართველი, ვაჟკაცი, ღვთისნიერი ბიჭი დაიღუპა.
მინდა, დიდი პატივი მიეგოს მის ხსოვნას, ის სულ ცდილობდა ყველასთვის სიკეთე გაეკეთებინა. ერთ კვირაში კი, სამშობლოში ჩამოასვენებენ…
მას უკანასკნელი სურვილი აუსრულებელი დარჩა. ოცნებობდა და გეგმავდა ქართული ოჯახი შეექმნა. ამბობდა, ოფიციალური ცხოვრების უფლებას რომ მოვიპოვებ და ფეხზე მყარად დავდგები, ვიქორწინებო. აუცილებლად ქართველი გოგოს მოყვანა სურდა…” – ამბობს ანა ინალიშვილი

მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს
loading...
მსგავსი სიახლეები
მჯდომარე ანასტასიას წითელი ვაშლები ავადმყოფებს კურნავს – სასწაულები, რომლებიც ნაძალადევში ხდება
გასულ საუკუნეში თბილისში, ნაძალადევში, ხიმშიაშვილის ქუჩის ერთ ეზოში, ხალხი უამრავი სასწაულის
“ჯვარი გაღუნული იყო, მოძღვარი ეშმაკს შიშველი ხელებით ებრძოდა” – რას ყვებიან მამა სოგრატეს ლოცვით გადარჩენილი ადამიანები
არქიმანდრიტმა მამა სოგრატემ (ჭულუხაძე) მთელი ცხოვრება ლოცვაში გაატარა, მისთვის დასვენება
შვილის ცარიელი საფლავი მაქვს, მაინც ველოდები – ტაქსის მძღოლი ქალი ბათუმიდან [ვიდეო]
„9 წელია, რაც ტაქსის მძღოლი ვარ. ემიგრაციაში ვიყავი საბერძნეთში და იქ ვხედავდი ტაქსის მძღოლ ქალებს,
"19 წლის ასაკში დავორსულდი... "შემომექმარშვილა"... უდიდეს კომპრომისებზე წავსულვარ სიყვარულისთვის"
"ქალები საქართველოდან" ფარგლებში გამოქვეყნდა 31 წლის ანა სუბელიანის ისტორია, რომელსაც უცვლელად
"17-წლიანი თანაცხოვრების მერე მეუღლემ ახალი არჩევანი გააკეთა. არ მქონდა უფლება, დავმორჩილებოდი ბედს..."
ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში საუბარი იყო იმაზე, რამდენად უჭერს ხელისუფლება მხარს ემიგრანტებს.
კომენტარები
საავტორო უფლებები დაცულია !