“გავიდა უკვე 1 წელი თამარის გარდაცვალებიდან და..” – ნახეთ რა ინფორმაციას ფლობს გამოძიება თამარზე

“გავიდა უკვე 1 წელი თამარის გარდაცვალებიდან და..” – ნახეთ რა ინფორმაციას ფლობს გამოძიება თამარზე
loading...


22 ივლისს ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც 2020 წლის 18 ივლისს გაუჩინარებული თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ერთი წლის შემდეგაც, ამ დრომდე, ოჯახს და საზოგადოებას არაერთი პასუხგაუცემელი კითხვა აქვს.თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. სწორედ ამ ადგილას იპოვეს მისი მანქანა ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, სადაც
loading...

გარდაცვლილი გოგონა აღმოჩნდა.ამ დრომდე ისევ დაუზუსტებელია, კონკრეტულად რამ გამოიწვია მისი სიკვდილი, ვინ და რატომ მისდევდა მის მანქანას, რა უნდოდათ ოპერატიულ თანამშრომლებს მის სახლთან, სად გაქრა მისი მეხსიერების ბარათები და რატომ არ ჩატარებულა სრულყოფილი ექსპერტიზა.
ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება. ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა მიმდინარე წლის ივნისში დათო აბრამიშვილის ჟურნალისტურმა გამოძიებამ, რომლითაც ირკვევა, რაზე მუშაობდა ბაჩალიაშვილი სიცოცხლის ბოლო პერიოდში.
აბრამიშვილმა მის ხელში აღმოჩენილი მონაცემთა ბაზა საზღვარგარეთ მცხოვრებ IT სპეციალისტს გააშიფრინა და აღმოჩნდა, რომ, დიდი ალბათობით, მისი კომპანია უცხოელ კლიენტებს ბარათებიდან ფულს პარავდა და თანამშრომლობდა სუს-თან პირადი ინფორმაციის უკანონოდ მოსაპოვებლად. აქედან გამომდინარე, სავარაუდოა, რომ მისი სიკვდილიც სწორედ ამ ფარულ საქმიანობას უკავშირდებოდეს.
თამარ ბაჩალიაშვილის საქმე ექვსთვიანი გამოძიების შემდეგ დაიხურა და მისი გარდაცვალების მიზეზად შოთაძის უწყებამ სუიციდი დაასახელა. ოჯახი და ადვოკატები კი ამ დრომდე დარწმუნებით ამბობენ, რომ ეს თვითმკვლელობით შეფუთული კარგად ორგანიზებული მკვლელობა იყო.

მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს
loading...
მსგავსი სიახლეები
მჯდომარე ანასტასიას წითელი ვაშლები ავადმყოფებს კურნავს – სასწაულები, რომლებიც ნაძალადევში ხდება
გასულ საუკუნეში თბილისში, ნაძალადევში, ხიმშიაშვილის ქუჩის ერთ ეზოში, ხალხი უამრავი სასწაულის
"იძულებული ვიყავი, შევრიგებოდი. თან მემუქრებოდა, თან სიყვარულს მეფიცებოდა..."
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო -
“ჭო­რე­ბიც ამი­გო­რეს, იქ­ნე­ბა და, თავის მაზ­ლ­თან აქვს ფა­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა, თო­რემ სხვა კაცს რა­ტომ უვ­ლი­სო”?
ჭო­რე­ბიც ამი­გო­რეს, _ იქ­ნე­ბა და, მაზ­ლ­თან აქვს ფა­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა, თო­რემ სხვის კაცს
"მანამ ვერ დავიჯერე რომ მღალატობდნენ, ვიდრე ჩემი ქმარი ჩემ დაქალთან ერთად ქვეყნიდან არ გაიქცა"
"არც დედამთილს და არც მამამთილს დაუნგრევია ჩემთვის ოჯახი, არც მატერიალური პრობლემა გვქონია - ქმარი
"იძულებული ვიყავი, შევრიგებოდი. თან მემუქრებოდა, თან სიყვარულს მეფიცებოდა..."
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო -
კომენტარები
საავტორო უფლებები დაცულია !