უგემრიელესი დიეტური სალათების რეცეპტები! დაიკელი წონაში და გაიწმინდე ორგანიზმი სიამოვნებით!

უგემრიელესი დიეტური სალათების რეცეპტები! დაიკელი წონაში და გაიწმინდე ორგანიზმი სიამოვნებით!
loading...


უგემრიელესი დიეტური სალათების რეცეპტები!

დაიკელი წონაში და გაიწმინდე ორგანიზმი სიამოვნებით!

ყველას უნდა მოხდენილი და ჯანმრთელი იყოს. ამიტომაც დროდადრო ცდილობენ დაიცვან დიეტა. იმისათვის, რომ იქონიოს დადებითი ეფექტი, დიეტა უნდა იყოს ვიტამინიზირებული. დაამატე შენს რაციონში მეტი ხილი და ბოსტნეული. შეიძლება მრავალფეროვანი საკვების მომზადება, მაგალითად, სალათის. ორგანიზმის გასაწმენდად და გასახდომად გამოიყენე მხოლოდ ახალი, ჯანსაღი  პროდუქტი. ჩვენ გთავაზობთ მოამზადოთ ეს 5 სალათი.
სალათი კომბოსტოსა და სტაფილოსგან

ინგრედიენტები:
100 გ.: კომბოსტო, სტაფილო, ვაშლი და ჭარხალი
50 გ. ქლიავის ჩირი
1 ჩ.კ. ლიმონის წვენი
1 ს.კ. მცენარეული ზეთი.
მომზადების წესი:
მსხვილად გახეხე გასუფთავებული ბოსტნეული. კარგად მოურიე. დაამატე მასას გახეხილი ვაშლი, ლიმონი და მცენარეული ზეთი. დაამატე სალათს წინასწარ მომზადებული მწვრილად დაჭრილი ჩირი.

სალათი მწვანილით
loading...

ინგრედიენტები:
2 კიტრი
1 კონა მწვანე ხახვი
1 ს.კ. მცენარეული ზეთი
1 კონა ნებისმიერი მწვანილი
2 ბოლოკი
მარილი

მომზადების წესი:
გასუფთავებული კიტრი დაჭერით რგოლებად და მოათავსე თასში. დაამატე დაჭრილი ხახვი, ბოლოკი და მწვანილი გემოვნებით. დაამატე ზეთი და მარილი.
სალათი ნიახურითა და თხილით

ინგრედიენტები:
3 მოზრდილი სტაფილო
3 ღერო ნიახური
100 გ. ნებისმიერი თხილი
2 მწიკვი სელის მარცვლები
2 ჩ.კ. ლიმონის წვენი

მომზადების წესი:
წვრილად გახეხე სტაფილო. წვრილად დაჭერი ნიახური და დაუმატე სტაფილოს. საჭიროებისამებრ დააქუცმაცე თხილი და სელის მარცვლებთან ერთად დაუმატე ბოსტნეულის თასში. მოასხი ლიმონის წვენი, მოაყარე მარილი და კარგად მოურიე.

სალათი ნიახურითა და კომბოსტოთი
ინგრედიენტები:

4 ღერი ნიახური
1,5 კგ. კომბოსტო
3 კიტრი
2 ღერო მწვანე ხახვი
1 ს.კ. ზეითუნის ზეთი
½ ლიმონი
ოხრახუში

მომზადების წესი:
წვრილად სიგრძეზე დაჭერი კიტრი და ოხრახუში. დაჭერი წვრილად კომბოსტო. მოათავსე დიდ თასში და კარგად მოზილე ხელებით. დაამატე ლიმონის წვენი და ზეითუნის ზეთი. მოურიე, მიღებამდე ცოტახნით მოათავსე მაცივარში. გააფორმე მწვანილით.

ჭარხლის სალათი
ინგრედიენტები:


1 ჭარხალი
1 სტაფილო
1 ღერო ნიახური
1 კონა ოხრახუში
¼ ს..კ. ზეითუნის ზეთი
1 ს.კ. ლიმონის წვენი
1 ს.კ. ვაშლის ძმარი
სელი და შავი წიწაკა (გემოვნებით)

მომზადების წესი:
წვრილად გახეხე ჭარხალი  და სტაფილო. წვრილად დააჭერი ნიახური და ოხრახუში. შემდეგ შეურიე ზეითუნის ზეთი, ლიმონის წვენი, ძარი, მარილი წიწაკა. დაამატე სალათს და კიდევ ერთხელ კარგად მოურიე.

მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს
loading...
მსგავსი სიახლეები
სოკოს მოხმარება ონკოლოგიური დაავადებების რისკს 1,5–ჯერ ამცირებს (+ სოკოს მომზადების 5 რეცეპტი)
ის რომ სოკოს არსებობა კვების რაციონში, კიბოს განვითარების რისკს, თითქმის, 1, 5–ჯერ ამცირებს, 
ნიახურის დეტოქს-წვენი - ორგანიზმის სწრაფი და ეფექტური გამწმენდი საშუალება
ნიახური ის ბოსტნეულია, რომელიც მასში არსებული ვიტამინებიდან ორგანიზმის გაწმენდაზე საკმაოდ სწრაფად
დაიკელით წონაში სიამოვნებით! 5 გემრიელი ფიტნეს-სალათი ბრტყელი მუცელისთვის!
1. სწრაფი სალათი ქათმითა და კომბოსტოთი ინგრედიენტები: ქათმის ფილე - 100 გ. კომბოსტო - 150 გ. კიტრი
დიეტური, მსუყე და სასარგებლო სალათების ტოპ-3 რეცეპტი!
სამივე სალათის სოუსი: შეურიეთ 100 გ. ნატურალური იოგურტი 1 ს.კ. მდოგვს; დაამატეთ 0,5 ჩ.კ. ლიმონის
2 ტიპის დიაბეტის საწინააღმდეგოდ: საუკეთესო ნატურალური რეცეპტები + ჭარბი წონის კლება, იმუნიტეტის გაუმჯობესება
აგრეთვე აძლიერებს იმუნურ სისტემას და უზრუნველყოფს წონის შემცირებას. მწვანე სმუზის რეცეპტები თუ
კომენტარები
საავტორო უფლებები დაცულია !