მეუფე შიო პატრიარქს: იმედი გვაქვს, რომ თქვენი ლოცვითა და ილია წინასწარმეტყველის შეწევნით, უღმერთო იდეოლოგიის დანერგვის მორიგი მცდელობა საქართველოში წარუმატებელი აღმოჩნდება

მეუფე შიო პატრიარქს: იმედი გვაქვს, რომ თქვენი ლოცვითა და ილია წინასწარმეტყველის შეწევნით, უღმერთო იდეოლოგიის დანერგვის მორიგი მცდელობა საქართველოში წარუმატებელი აღმოჩნდება
loading...


დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ილია წინასწარმეტყველისა და წმინდა ილია მართლის ხსენებას დღესასწაულობს.
ამ დღესთან დაკავშირებით, საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის მღვდელმთავრები, სასულიერო პირები, სამონაზვნო დასი და საზოგადოების წარმომადგენლები შეიკრიბნენ და მის უწმინდესობას ანგელოზის დღე მიულოცეს.
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილიაობა მიულოცა და სიტყვით მიმართა.
„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ თქვენი ლოცვითა და ილია წინასწარმეტყველის შეწევნით, უღმერთო იდეოლოგიის დანერგვის მორიგი მცდელობა საქართველოში წარუმატებელი აღმოჩნდება“, - აღნიშნა პატრიარქის მოსაყდრემ.
მეუფე შიომ ხაზი გაუსვა, რომ ილია მეორეს ურთულეს დროს მოუწია საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობლის ტვირთის საკუთარ თავზე აღება.
„იმ სათნოებათა წყალობით, რომლებიც თქვენ უხვად გაქვთ, არაერთხელ გადაგირჩენიათ მძიმე განსაცდელის ჟამს ჩვენი ქვეყანა და მრავალი ჩვენგანი. საყოველთაოდ ცნობილია, პატრიარქობის თუ რა მძიმე ჯვარი გარგუნათ უფალმა. ამ ჯვარს თქვენ უკვე 44 წელია მოწამეობრივი მსახურებით, უფლისადმი მორჩილებითა და თქვენი სამწყსოსადმი დიდი სიყვარულით ატარებთ. კერპთა დამამხობელისა და ჭეშმარიტი სარწმუნოების მქადაგებელი ილია თეზბიტელის მსგავსად, თქვენი ლოცვითა და ბრძნული მამამთავრობით მრავალი სულიერი კერპი და ცრუ იდეოლოგია დაემხო, რომელიც ადამიანსა და ღმერთს ერთმანეთს აშორებდა“, - აღნიშნა პატრიარქის მოსაყდრემ.
მისივე თქმით, უმძიმესი იყო მემკვიდრეობა, რომელიც მას დახვდა საბჭოთა კავშირის ათეისტური რეჟიმის პირობებში.
„სწორედ თქვენი დიდი ძალისხმევით დაიწყო საეკლესიო ცხოვრების აღორძინების, ჩვენი ერის უფლისკენ შემობრუნებისა და სულიერი აღმავლობის პროცესი. მიუხედავად იმჟამინდელი ათეისტური ხელისუფლების წინააღმდეგობისა, თქვენი მზრუნველობის და დიდი ძალისხმევის შედეგად, გამრავლდა და აღორძინდა ეპარქიები, იკურთხა ახალი მღვდელმთავრები, გაიხსნა ეკლესია-მონასტრები, აშენდა საკათედრო ტაძრები, საეპარქიო სახლები. თქვენი დიდი ღვაწლის შედეგად, შესაძლებელი გახდა საქართველოს ეკლესიის უძველესი დროიდან არსებული ავტოკეფალიის აღიარების მოპოვება, წმინდანად შეირაცხა მრავალი საეკლესიო მოღვაწე, სრულიად ახალ სიმაღლეზე ავიდა სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობა და მრავალი სხვა“, - აღნიშნა მეუფე შიომ.
მისივე თქმით, განსაკუთრებულია ილია მეორის ღვაწლი საგანმანათლებლო და მისიონერულ სფეროებში.
„საბჭოთა ათეისტურ ხანაში, რომ არა თქვენი შორსმჭვრეტელური მიზნები და საზოგადოების ინტელექტუალური ნაწილის ეკლესიასთან დაახლოების დიდი ძალისხმევა, დღეს არ გვექნებოდა ასეთი მაღალი დონის საგანმანათლებლო კერები. თქვენ ბრძანებთ: „ნებისმიერი ქვეყნის განვითარებაში სამეცნიერო სფერო გადამწყვეტ როლს ასრულებს. განა შეიძლება მეცნიერება და რწმენა დაუპირისპირდეს ერთმანეთს, როცა ისინი ადამიანის შემოქმედებითი აზროვნების სრულიად განსხვავებულ სფეროებს მიეკუთვნებიან: ერთი ფიზიკურს, ხოლო მეორე – სულიერს?! ისინი კი არ უპირისპირდებიან, არამედ ავსებენ ერთმანეთს. მეცნიერება ღვთისგან ნაკურთხია, იგი ადამიანის ინტელექტის, როგორც ღვთის ხატების, მიღწევაა“. დღეისთვის, თქვენი დიდი ძალისხმევის შედეგად, ჩვენ გვაქვს 4 უნივერსიტეტი, 8 სასულიერო სემინარია, 6 პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, 22 ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა, 12 გიმნაზია, 8 პანსიონი, 3 სამრევლო-საგანმანათლებლო სკოლა,13 საგანმანათლებლო კვლევითი და ახალგაზრდული ცენტრი. წლების განმავლობაში გამოიცა არაერთი საღვთისმეტყველო ნაშრომი, ჟურნალ-გაზეთი, თეოლოგიური, ფილოსოფიური და ისტორიული ხასიათის კვლევა, თუ თარგმანი. ვრცლად შეიძლება საუბარი თქვენს მამობრივ მზრუნველობაზე სხვადასხვა სფეროს მიმართ, მეცნიერებაზე, ხელოვნებაზე, ქართული გალობის აღორძინებაზე, საგამომცემლო საქმეზე, სამხედრო უწყებებში მომსახურეებზე, სამშობლოდან გადახვეწილ ქართველებზე, შვილგარდაცვლილ დედებსა თუ სოციალურ მსახურებაზე, გაჭირვებულთა, უსახლკაროთა და უპატრონო ბავშვთა დახმარებაზე, ახალგაზრდებსა და დემოგრაფიულ საკითხებზე“, - განაცხადა მეორე შიომ.
მან ხაზი გაუსვა იმას, რომ 25 ივლისს, რიგით 64-ე ნათლობაზე, ილია მეორის ნათლულებს კიდევ 1600 ბავშვი შეემატა და მთლიანობაში უკვე 43 000 გახდა.

loading...

„ეს მხოლოდ არასრული ჩამონათვალია იმ მრავალრიცხოვანი მიღწევებისა, რომელთა შესახებ ორმოცდაოთხი წლის წინ ფიქრიც კი შეუძლებელი იყო. თქვენი მუდმივი საზრუნავია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და ის ძალისხმევა, რომელსაც თქვენ მიმართავთ დროებით დაკარგული და დაპყრობილი ტერიტორიების დასაბნრუნებლად, გვწამს, საბოლოოდ, დიდი სიხარულით დაგვირგვინდება. თქვენი აღსაყდრებიდან დაწყებული ჩვენი სამშობლო და ეკლესია არაერთი დიდი გამოწვევის წინაშე მდგარა, მაგრამ თქვენმა სიბრძნემ და მამობრივი ზრუნვით გამსჭვალულმა სიყვარულმა დაგვაძლევინა ეს სირთულეები. თქვენი მიზანი მუდამ იყო და არის სულიერი, ზნეობრივი და კულტურული ფასეულობების დაცვა და შენარჩუნება. თანამედროვე ეპოქამ ჩვენი ერისა და ეკლესიის წინაშე ახალი პრობლემები და გამოწვევები მოიტანა. დღეს, როდესაც ვხედავთ დიდ ზეწოლასა და მცდელობას, რომ ახალი სახის კერპთმსახურება დაინერგოს, როდესაც ძლიერნი ამა სოფლისანი თავისუფლების იდეის სარჩულით ხორციელ ცოდვებს, ცილისწამებას, სიწმინდის შეურაცხყოფას და ა.შ. ნორმალურ მოვლენებად აცხადებენ, როდესაც ანტიეკლესიური ძალების მიერ ხდება მართლმადიდებლური და ეროვნული სულისკვეთების დევნა, გაყალბება და ცრუ სწავლებებით ჩანაცვლება, გვახსენდება თქვენი სიტყვები: „ხშირად ვფიქრობ იმის შესახებ, თუ რამ გადაარჩინა ქართველი ერი და მომავალშიც რა გადაარჩენს მას. ჩვენი ერი იხსნა სულიერმა სიმტკიცემ, დიდმა სარწმუნოებამ, ეროვნულმა თვითშეგნებამ... ორი ძალა – სულიერი და ეროვნული – გადაარჩენს ქართველ ერს, ისინი უნდა შევინარჩუნოთ და მათ უნდა გავუფრთხილდეთ. ასეთი სულისკვეთებით უნდა აღვზარდოთ ჩვენი შვილებიც...“ ჩვენ იმედი გვაქვს, რომ თქვენი ლოცვითა და ილია წინასწარმეტყველის შეწევნით, უღმერთო იდეოლოგიის დანერგვის მორიგი მცდელობა საქართველოში წარუმატებელი აღმოჩნდება. თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, ვუერთდებით რა მილიონობით ადამიანის მილოცვას, ნება მიბოძეთ კიდევ ერთხელ გულითადად მოგილოცოთ თქვენი ანგელოზის დღე. მადლობას გიხდით თქვენი მოწამებრივი ღვაწლისა და მამობრივი ზრუნვისათვის. თქვენი განვლილი ცხოვრების გზა დიდი სულიერი შთაგონების წყაროა ჩვენთვის, თქვენი სულიერი შვილებისა და მრევლისათვის. გისურვებთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შემწეობას, სულიერ სიხარულსა და სიმხნევეს, ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას, სადიდებელად უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და საცხოვნებელად თქვენდამი მინდობილი სამწყსოსი“, - აღნიშნა მეუფე შიომ.

მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს
loading...
მსგავსი სიახლეები
როგორ იკურნებიან მამა გაბრიელის წყალობით ადამიანები სიმსივნისგან."ყველამ წაიკითხეთ"
როგორ იკურნებიან მამა გაბრიელის წყალობით ადამიანები სიმსივნისგან, სარკომისგან და როგორ ასწავლა მან
“ჯვარი გაღუნული იყო, მოძღვარი ეშმაკს შიშველი ხელებით ებრძოდა” – რას ყვებიან მამა სოგრატეს ლოცვით გადარჩენილი ადამიანები
არქიმანდრიტმა მამა სოგრატემ (ჭულუხაძე) მთელი ცხოვრება ლოცვაში გაატარა, მისთვის დასვენება
ვინც პატრიარქს განუდგება ის სექტაა! – რას წინასწარმეტყველებდა მამა გაბრიელი ილია მეორეზე
მამა გაბრიელი პატრიარქის შესახებ: ვინც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს განიკითხავს, თავზე
"19 წლის ასაკში დავორსულდი... "შემომექმარშვილა"... უდიდეს კომპრომისებზე წავსულვარ სიყვარულისთვის"
"ქალები საქართველოდან" ფარგლებში გამოქვეყნდა 31 წლის ანა სუბელიანის ისტორია, რომელსაც უცვლელად
11 ნიშანი იმისა, რომ თქვენ მფარველი ანგელოზი გაკითხავთ,სტატია აუცილებლად უნდა ნახოთ
მათ, ვისაც სწამს მფარველი ანგელოზის არსებობის, გამოცემა WomanHappiness სთავაზობს 11 ნიშანს, თუ
კომენტარები
საავტორო უფლებები დაცულია !