9 მიზეზი სასწრაფო რეაგირებისთვის! ეს ნიშნები მიუთითებს ვიტამინების აშკარა უკმარისობაზე!

9 მიზეზი სასწრაფო რეაგირებისთვის! ეს ნიშნები მიუთითებს ვიტამინების აშკარა უკმარისობაზე!
loading...


ბევრი მიიჩნევს, რომ მშრალი კანი, მტვრევადი ფრჩხილები და ნაადრევი ჭაღარა აუცილებლად ცუდი გენეტიკის, ცუდი ეკოლოგიის, ნერვების და ა.შ. ბრალია. რა თქმა უნდა, ეს ფაქტორები არანაკლებად მნიშვნელოვანია, მაგრამ ხშირად ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები ავიტამინოზის ნიშანია.
ბოსტნეულისა და ხილის უკმარისობამ, ნახევარფაბრიკატებითა და ფასტფუდით ხშირმა კვებამ შეიძლება დაარღვიოს საკვები ნივთიერებების ბალანსი და ზიანი მიაყენოს ჩვენს ორგანიზმს. ამიტომაც ასე აუცილებელია ვიცოდეთ 9 ძირითადი ნიშნის შესახებ ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტის ამოსაცნობად.
ავიტამინოზის ნიშნები

    1.    ცივი ხელებიდამტკიცებულია, რომ არსებობს პირდაპირი კავშირი იოდის დეფიციტსა და მუდმივად ცივ ხელებს შორის. იოდი აუცილებელია ფარისებრი ჯირკვლის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, მისი დეფიციტი იწვევს ასევე სისხლძარღვების სპაზმებს, რაც ხელს უშლის ხელებისა და ფეხების, ზოგჯერ კი, ცხვირისა და ყურების სისხლის ნორმალურ მიმოქცევას.
იმისათვის, რომ ვუზრუნველყოთ ორგანიზმის მოთხოვნილება იდოის მიმართ, ყურადღება მიაქციე რომ მიიღო საჭირო რაოდენობით თევზი და ზღვის პროდუქტები, არ დაგავიწყდეს ასევე ხურმა და წიწიბურა.
loading...

    2.    კანის სიმშრალეთუ ადამიანს არ აწუხებს სპეციფიური კანის დაავადებები (დერმატიტი ან ფსორიაზი) და რეგულარულად იყენებს მკვებავ კრემს, მისი კანი არ უნდა იყოს მშრალი და აქერცლილი. ასეთი მდგომარეობა შეიძლება მიგვითითებდეს A ვიტამინის ან რეტინოლის დეფიციტზე.
მდგომარეობის გამოსასწორებლად მიიღე მეტი წითელი ხორცი, ზეითუნის ზეთი, სტაფილო, ბულგარული წიწაკა და არ დაგავიწყდეს თევზის ქონის მიღება(იყიდება კაფსულებში).

    3.    მტვრევადი და აქერცლილი ფრჩხილებიფრჩხილები - ჩვენი ჯანმრთელობის არაჩვეულებრივი ინდიკატორი. რბილი და მტვრევადი ფრჩხილები აღნიშნავს მანგანუმის დეფიციტს. ამ ელემენტის უკმარისობამ შეიძლება გამოიწვიოს ზრდისა ორგანიზმში კერატინის გამოყოფის პრობლემები, პროვოცირება მოახდინოს სისხლის მაღალ წნევაზე, შფოთვიანობის შეგრძნებაზე, კუნთების ტკივილზე და ზოგად სისუსტეზე.
მანგანუმი შეიძლება მიიღოთ მწვანე ფერის ბოსტნეულისგან, თევზისგან, ჩირისგან.

    4.    ლაქები ფრჩხილებზეთეთრი ხაზები ფრჩხილებზე მოწმობს ცინკის დეფიციტზე, რომელიც მნიშვნელოვანი მიკროელემენტია ზრდისა და განვითარებისთვის. ის აუცილებელია იმუნიტეტის ნორმალიზებისთვის, ტვინის ნორმალური ფუნქციონირებისათვის და წარმოებისთვის.
ყურადღება მიაქციე ზღვის პროდუქტებს, თხილს, კომბოსტოს და სოკოს, რათა ხელი შევუწყოთ ცინკის საჭირო დონის გამოყოფას ორგანიზმში.

    5.    გამონაყარიზედმეტად ცხიმიანი კანი ხშირი გამონაყარით შეიძლება B2 ვიტამინის ნაკლებობაზე მეტყველებდეს. გაამდიდრე შენი რაციონი ნატურალური იოგურტით დანამატების გარეშე, ჭარხლითა და ინდაურის ხორცით.

    6.    ნაპრალები ენაზენაპრალები ენაზე შეიძლება იყოს ძალიან მტკივნეული და ზოგჯერ გადავიდეს წყლულებშიც. გაზარდეთ თევზის, მწვანე ბარდის, ავოკადოს, არაქისის მიღება გამდიდრებულის B3 ვიტამინით.

    7.    ნაადრევი გაჭაღარავებაგაჭაღარავება - ბუნებრივი ბიოლოგიური პროცესია, ასაკთან ერთად. ცუდადაა საქმე, როცა ჭაღარავდება ჯერ კიდევ საკმარისად ახალგაზრდა ადამიანი...
ვიტამინი B12ის ნაკლებობა იწვევს თმის ფერის ცვლილებას და ნაადრევ ჭაღარას. ამ პროცესის შეჩერება შესაძლებელია, თუ გჰაამდიდრებთ რაციონს  ქათმის თეთრი ხორცით, ორაგულით და იოგურტით.

    8.    ენის სიწითლეფოლიუმის მჟავის უკმარისობამ შეიძება გამოიწვიოს ენის სიწითლე, ტკივილი, შესიება. ჭამე ოსპი, ბარდა, ბროკოლი, რათა თავიდან აირიდო ასეთი უსიამოვნო სიმპტომები.

    9.    მომატებული ოფლიანობაოფლის გამოყოფა - ნორმალური პროცესია ჩვენი ორგანიზმისთვის, მაგრამ თავის კანის და შუბლის მომატებული ოფლიანობა შეიძლება D ვიტამინის ნაკლებობაზე მიუთითებდეს. იგი გამოიყოფა ორგანიზმში მზის სხივების ზემოქმედებით და ზემოქმედებს კალციუმის ათვისებაზე.

ოფლიანობას შეიძლება მიემატოს საერთო სისუსტე, დაღლილობა, კუნთების ტკვილი და დეპრესია. ბუნებრივი მეთოდი D ვიტამინის კომპენსაციისთვის - ხშირად გადით მზეზე, განსაკუთრებით ზამთრის სუსხიან დღეებში.
სრულფასოვანი და დაბალანსებული კვება საშუალებას მოგცემთ თავი აარიდოთ ავიტამინოზს. რა თქმა უნდა, ყოველთვის შეგიძლიათ შეხვიდეთ აფთიაქში და შეიძინოთ ვიტამინების კომპლექსი, მაგრამ გახსოვდეთ, სინთეთიკური ვიტამინები უნდა მიიღოთ სწორად.
დარჩი ფორმაში და გაუზიარე სტატია მეგობრებს!


მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს
loading...
მსგავსი სიახლეები
ეს უნდა იცოდეთ: ვიტამინების 9 დეფიციტი, რომელიც გამოიხატება ჩვენს კანზე!
კანის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, საჭიროა მისდიოთ კანის სწორ რუტინას. ეს ნიშნავს, რომ თქვენ უნდა
ნიღაბი თევზის ქონით განსაკუთრებით აქტუალური 35 წელს გადაცილებულ ქალბატონებშია. შევინარჩუნოთ სილამაზე ღრმა სიბერემდე
დავიწყოთ იმით, რომ მხოლოდ ნიღბით მდგომარეობას ვერ გამოასწორებთ. თქვენს გარეგნობაში მნიშვნელოვანი
რატომ ჩნდება თეთრი ლაქები ფრჩილებზე და რა კავშირშია ფრჩხილი ჯანმრთელობასთან
ფრჩხილების მოვლაზე საკმაოდ დიდ ენერგიას ვხარჯავთ, განსაკუთრებით ქალები. მაგრამ ფრჩხილი ჩვენს
როგორ გავიგოთ, რომ ორგანიზმს დახმარება ესაჭიროება: 10 ძირითადი ნიშანი
ადამიანის ორგანიზმი რთულ მექანიზმს წარმოადგენს მრავალი პროცესით, რომლებიც ხშირად ერთი და იმავე დროს
კომენტარები
საავტორო უფლებები დაცულია !