ნიღაბი თევზის ქონით განსაკუთრებით აქტუალური 35 წელს გადაცილებულ ქალბატონებშია. შევინარჩუნოთ სილამაზე ღრმა სიბერემდე

ნიღაბი თევზის ქონით განსაკუთრებით აქტუალური 35 წელს გადაცილებულ ქალბატონებშია. შევინარჩუნოთ სილამაზე ღრმა სიბერემდე
loading...


დავიწყოთ იმით, რომ მხოლოდ ნიღბით მდგომარეობას ვერ გამოასწორებთ. თქვენს გარეგნობაში მნიშვნელოვანი წვლილი უძღვის არა მხოლოდ საშუალებას, რომელსაც გარეგანად იყენებთ, არამედ იმ საჭირო მიკროელემენტებსაც, რომლებიც შინაგანად უნდა მიიღოთ. დიახ, აფთიაქებში უამრავ სხვადასხვა აბსა და კაფსულას იპოვით, რომლებიც ვიტამინებით, მინერალებითა და სასარგებლო ექსტრაქტებითაა სავსე. სულაც არაა აუცილებელი რაღაც ძვირადღირებულის შეძენა, როცა თევზის ქონი არსებობს. ნიღბები თევზის ქონის შემცველობით და რამდენიმე კაფსულა პრეპარატი ჭამის შემდეგ – ეს კომპლექსი სასწაულებს ახდენს!
თევზის ქონისა და თაფლის ტანდემი – სულ სხვა ისტორიაა: ეს საშუალება კვებავს კანს, ხელს უშლის ნაადრევ დაბერებას, გაშორებთ პიგმენტურ ლაქებს, ამცირებს ნაოჭებს ყველაზე პრობლემურ ზონებში(თვალისა და ტუჩების ირგვლივ). თაფლის სარგებლობაზე თითქმის ყველაფერი ვიცით, ახლა კი დროა, გავერკვეთ, რითია სასარგებლო ამდენად პოპულარული თევზის ქონი.
თევზის ქონის სარგებელი სახის კანისთვის

loading...

კანის რომელი ტიპისთვისაა სასარგებლო თევზის ქონის რეგულარული გამოყენება? ერთგვაროვანი პასუხი არ არსებობს. თევზის ქონის ნიღაბი მშრალი კანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნივთიერებების წყაროა, ასაკოვანი კანისთვის – ანტი-ასაკობრივი, ხოლო მგრძნობიარესთვის – სიწითლისა და გაღიზიანების სამკურნალო საშუალებაა. ეს ყველაფერი მისი შემადგენლობის დამსახურებაა:
  • მინერალები
  • ვიტამინების კომპლექსი
  • ოლეინის მჟავა
  • პალმიტინის მჟავა
  • ვალერიანის მჟავა
  • ძმარმჟავა
  • სტეარინმჟავა
  • პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები
ასეთი შემადგენლობა უზრუნველყოფს სრულყოფილ კვებას და კანს ელასტიურობას ანიჭებს, ამცირებს ნაოჭების(როგორც ღრმა, ისე ზედაპირული) რაოდენობას, აღადგენს ცხიმოვან მიმოცვლას და კურნავს გამონაყარს. ერთი კითხვაღა რჩება: როგორ გამოვიყენოთ თევზის ქონი კოსმეტოლოგიაში?
თევზის ქონის ნიღბები

თაფლის ნიღაბი: შეურიეთ 1 ჩ.კ. თხევადი თაფლი ამდენივე თევზის ქონს. ურიეთ მანამ, სანამ ინგრედიენტები სრულად არ გაერთიანდება. გაიწმინდეთ კანი და დაიტანეთ ნიღაბი თანაბარ ფენად.
დაელოდეთ ნახევარი საათით, შემდეგ მოიშორეთ მასა ქაღალდის ხელსახოცით. ჩამოიბანეთ ნარჩენები თბილი წყლით. დაიტანეთ კრემი. გაიმეორეთ პროცედურა კვირაში ორჯერ, სასურველი შედეგების გაჩენამდე.

არაჟნის ნიღაბი: შეურიეთ 1 კვერცხის გული 1 ს.კ. არაჟანსა და 0.5 ს.კ. თევზის ქონს. წაისვით და გაიჩერეთ 30 წუთით. ჩამოიბანეთ ნიღაბი გვირილის ნახარშით და დაიტანეთ კრემი. ეს საშუალება გააგლუვებს ნაოჭებს და კანს სიმკვრივეს დაუბრუნებს.

თიხის ნიღაბი: შეურიეთ 1 ჩ.კ. თევზის ქონი, 15 წვეთი ყვითელგულას ნაყენი და 10 გ ნაცრისფერი ან შავი თიხა. ნიღაბი გაიჩერეთ 15 წუთით. ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ლიფტინგის ეფექტი ასეთი ნიღბის შემდეგ გარანტირებულია.
მსგავსი პროცედურები კურსებად უნდა ჩაიტაროთ: თვენახევრის განმავლობაში, ნიღბები კვირაში ორჯერ უნდა გაიმეოროთ. ამის შემდეგ, შეისვენეთ 1 თვით და გაიმეორეთ კურსი.


მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს
loading...
მსგავსი სიახლეები
როგორ გავზარდოთ ჭკვიანი ბავშვი - რას გვირჩევენ შვედი მეცნიერები
ყველა მშიობელს სურს, რომ გაზარდოს წარმატებული შვილი, ისეთი, რომელიც შეძლებს მისი ყველა ოცნების
როგორ გავზარდოთ ჭკვიანი ბავშვი - რას გვირჩევენ შვედი მეცნიერები
ყველა მშიობელს სურს, რომ გაზარდოს წარმატებული შვილი, ისეთი, რომელიც შეძლებს მისი ყველა ოცნების
58 წლის ასაკში არ მაქვს არცერთი ღრმა ნაოჭი! ჩემი საიდუმლო ამ ნიღაბშია!
შეუძლებელია დროის უკან დაბრუნება, ისევე როგორც სიბერის პროცესის შეჩერება. მაგრამ შესაძლებელია მისი
შენს დაბადების თვეს თავისი ფერი აქვს – გაიგე, რას ნიშნავს ეს შენთვის, ჯერ დაწერეთ თვე და შემდეგ ნახეთ
ყველა ფერს აქვს საკუთარი ენერგეტიკა, რომლის გამოყენება სხვადასხვანაირადაა შესაძლებელი. ასტროლოგი და
კომენტარები
საავტორო უფლებები დაცულია !