არომატული სკრაბ-საპონი ყავის ნალექისგან! ნაზი, ხავერდოვანი და სუფთა კანისთვის!

არომატული სკრაბ-საპონი ყავის ნალექისგან! ნაზი, ხავერდოვანი და სუფთა კანისთვის!
loading...


არასდროს გადაყაროთ ყავის ნალექი! თქვენ შეგიძლიათ მას შესანიშნავი გამოყენება უპოვოთ. ყავის ნალექისგან დამზადებული საპონი კარგად ქერცლავს კანს, დიდხანს უნარჩუნებს მას სასიამოვნო სურნელს, ხდის სუფთასა და ნაზს. ყავის საპნის მოსამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ გლიცერინის საპონი სურნელის გარეშე, რომელსაც ფაქტობრივად ნებისმიერ საყოფაცხოვრებო მაღაზიაში იპოვით, ასევე კიდევ რამდენიმე ინგრედიენტი...


თქვენ დაგჭირდებათ:
  • 200 გ. გლიცერინის საპონი
  • 1/4 ჭიქა გამოყენებული ყავის ნალექი
  • 1 ჩ.კ. ვანილი
  • 1 ჩ.კ. რძის ფხვნილი (სურვილისამებრ)
  • 1 ჭიქა წყალი
  • საშუალო ქვაბი
  • საშუალო მეტალის ან მინის თასი
  • კექსის ფორმები

loading...

ეტაპები:
  1. მოამზადეთ ყველა საჭირო ინგრედიენტი და ნივთი. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი საფუძვლის საპონი, მაგრამ გლიცერინის საფუძველზე დამზადებული უკეთესად არბილებს და ატენიანებს კანს.რძის ფხვნილი მასას ერთვაროვანს ხდის, მაგრამ ეს ინგრედიენტი არ არის აუცილებელი.

        ჩაასხით 1 ჭიქა წყალი ქვაბში და ზემოდან მოათავსეთ მეტალის ან მინის თასი და გააცხელეთ იგი საშუალო ტემპერატურაზე. შემდეგ დაამატეთ თასში           საპონი და საშუალება მიეცით ბოლომდე დადნეს ორთქლისგან ქვემოდან. ეს სულ რამდენიმე წუთს წაიღებს.

    2. სანამ საპონი დნება, ოდნავ დაასველეთ კექსის ფორმები, რათა საპონი არ მიიკრას, და ჩაყარეთ სულ ცოტაოდენი ყავის ნალექი თითოეულ ფორმაში. როცა საპონი ბოლომდე დადნება, გათიშეთ ქურა, დაამატეთ 1 ჩ.კ. ვანილი და 1 ჩ.კ. ყავის ნალექი, ასევე შეგიძლიათ დაამატოთ რძის ფხვნილი და შემდეგ მოურიოთ.

    3. შემდეგ ფრთხილად გაანაწილეთ საპონი ფორმებში, შევასეთ ბოლომდე. დაელოდეთ საპონს გაცივება რამდენიმე საათის განმავლობაში, რის შემდეგაც ამოიღეთ ფორმებიდან პატარა დანის დახმარებით. თუ თქვენ საპონს საჩუქრად აკეთებთ, შეგიძლიათ შეახვიოთ იგი პერგამენტის ქაღალდში და გააფორმოთ თქვენი სურვილისამებრ.

    4. გახსოვდეთ, ასეთი საპნის შენახვა სასურველია სასაპნეში, რათა თავი აარიდოთ ყავისნ არასასურველ ლაქებს.




მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს
loading...
მსგავსი სიახლეები
სოკოს მოხმარება ონკოლოგიური დაავადებების რისკს 1,5–ჯერ ამცირებს (+ სოკოს მომზადების 5 რეცეპტი)
ის რომ სოკოს არსებობა კვების რაციონში, კიბოს განვითარების რისკს, თითქმის, 1, 5–ჯერ ამცირებს, 
სარეცხის საპნის გამოყენების 10 გასაოცარი გზა და მისი უნიკალური სამკურნალო თვისებები!
ადრე ადამიანები სარეცხის საპონს მხოლოდ სარეცხ საშუალებად გამოიყენებდნენ. დროის ცვლასთან ერთად,
ნიღაბი თვალის გარშემო არსებული კანისთვის – ახალგაზრდული, ელასტიური და უნაოჭო სახე გარანტირებულია.
ბევრი გოგონა საგულდაგულოდ უვლის სახის კანს რათა დიდი ხნით შეინარჩუნოს ახალგაზრდულობა და სილამაზე,
ეფექტური სკრაბის 5 რეცეპტი, რომელსაც თავად დაამზადებთ სახლის პირობებში! ყველა მათგანი დაფუძნებულია ნატურალურ ყავაზე!
ყველა მათგანი დაფუძნებულია ნატურალური ყავის ყავის საფუძველზე: შეგიძლიათ აიღოთ დარჩენილი ნალექი, ან
ლიმონის ნაზი კექსი, რომელიც უბრალოდ პირში დნება!
არომატული ლიმონის კექსის ძალიან წარმატებული რეცეპტი. ინგრედიენტები: ფქვილი - 2 ჭიქა კვერცხი - 3
კომენტარები
საავტორო უფლებები დაცულია !